თომას ტოდე (ჰამბურგი) – კინორეჟისორი, კურატორი და პუბლიცისტი. იკვლევს და ასწავლის – ესეი ფილმს, საბჭოთა ავანგარდს და პოლიტიკურ დოკუმენტალურ ფილმს, აგრეთვე, კინოარქიტექტურასა და ანტიკაფილმს. კურატორია კინო რეტროსპექტივების, გამოფენებისა და DVD-გამოცემების. მისი ბოლო პროექტებია – »მოსალოდნელი კატასტროფა. საჰაერო ომი და ქალაქგანაშენიანობა 1940-45 წლები« (თავისუფალი ხელოვნების აკადემია, ჰამბურგი 2013); »ფოტოფილმი!« (ვაშინგტონი, ნაციონალური ხელოვნების გალერეა 2012); »ბაუჰაუზე და ფილმი« (ლონდონი, Barbican Centre 2012, ვაიმარი, დესაუ, ბერლინი, ჰამბურგი 2009). მისი წიგნებია – »იოჰან ვან დერ კოიკენი: თვალის თავგადასავალი« (1987 და 1992); »კრის მარკერი – კინოესეისტი« (1997); »ძიგა ვერტოვი, დღიურები / სამუშაო რვეულები« (2000); »ძიგა ვერტოვი: ავსტრიის კინომუზეუმის კოლექცია« (2006); »Viva ფოტოფილმი – მოძრავი / უმოძრაო« (2010); »ესეი ფილმი – ესთეტიკა და აქტუალობა« (2011). თომას ტოდეს ფილმებია – »კინოვეტერანების ქვეყანაში – კინოექსპედიცია მიძღვნილი ძიგა ვერტოვისადმი« (1996); »დიდი თამაში: არქეოლოგია და პოლიტიკა« (2011); »რევოლუცია ხმაში« და სხვა.