ტობიას ებრეხტ-ჰარტმანი (იერუსალიმი) – კინომცოდნე; გერმანული კვლევების DAAD-ის ცენტრის კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის, ასევე, გერმანული სოციალური ისტორიისა და კულტურის დეპარტამენტის ლექტორი. მისი კვლევის, სწავლებისა და პუბლიკაციების სფეროებია: ფილმის ისტორია და ფილმის თეორია; კულტურის მეხსიერება და ჰოლოკოსტის კინემატოგრაფიული მეხსიერება; დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის კინოხელოვნება; გერმანიისა და ისრაელის კინემატოგრაფიული ურთიერთობები; კინემატოგრაფიული მემკვიდრეობა და საარქივო ფილმები.