აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი, 1966) – ქართველი მწერალი, ისტორიკოსი, პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურის ბესტსელერების ავტორი. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სადაც დღემდე მოღვაწეობს. 90-იანი წლების დასაწყისში პარალელურად მუშაობდა საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად ყოველდღიურ გაზეთში »რეზონანსი« და, აგრეთვე, ჟურნალისტად ყვითელ პრესაში. ამჟამად არის თავისუფალი ავტორი ქართულ გაზეთებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული ესეისტური ნარკვევებისა. 2008 წელს საგა გამოსცემს მის ესეისტური ტექსტების წიგნს »კაგდატა ინ ჯორჯია«. ავტორია წიგნების: »მოგზაურობა ყარაბაღში« (1992), »გადაფრენა მადათოვზე და უკან« (1998), »სანტა ესპერანსა« (2004), »მესაიდუმლის ქამარი« (2008) და ასეშემდეგ.