თათული წერეთელი (1985) – 2002-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 2010 წელს მიიღო ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) გენდერის კვლევების მაგისტრის ხარისხი. 2006 წლიდან კულტურის მიმომხილველად მუშაობდა ქართულ ჟურნალებში »ოზონი«, »ტაბულა ART«, »ტაბულა«. 2012 წლიდან არის ელექტრონული კინო-ჟურნალის »ჯენარიელო« თანა-რედაქტორი. ამავე პერიოდიდან დაკავებულია მთარგმნელობითი საქმიანობით.