რეზო კვესელავა, (1933-2024) – ქართველი ლიტერატორი, კინოდრამატურგი და პედაგოგი. დაიბადა და გარდაიცვალა სოფელ ნახარებაოში, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის უცხო ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა კინოსტუდია »ქართული ფილმის« რედაქტორად. არის არაერთი ქართული ფილმის სცენარის (თანა)ავტორი: »ვედრება« (1967), »XIX საუკუნის ქართული ქრონიკა« (1978), »გზა შინისაკენ« (1981), »მონანიება« (1984), »ჭერი« (2004), »კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები« (2006) და სხვა. 2008 წელს სა.გა.-მ გამოსცა მისი პრიველი წიგნი »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს ქართულ ჟურნალ-გეზეთებში გამოქვეყნებული მისი მემუარული სტილის წერილები ქართველ კინოხელოვნებზე. ასევე ავტორია წიგნებისა: »საგნები ჩვენთვის« (2012), »სანამ თქვენთან ვარ. მარტვილური ჩანაწერები« (2024). ეწეოდა პედაგოგიურ (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მთარგმნელობით (ნ. ბერდიაევი, კ. ჰამსუნი, ვ. ნაბოკოვი, ლ. ფოიხტვანგერი და სხვა) საქმიანობას.