მაქს ჰორკჰაიმერი, (1895-1973) ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი, »ფრანკფურტის სკოლის« ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე. 1930 წელს ჰორკჰაიმერი ინიშნება ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტში არსებული »სოციალური კვლევის ინსტიტუტის« დირექტორად. გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების ძალაუფლებაში მოსვლის გამო, 1934 წელს ის ემიგრირებს ნიუ-იორკში, სადაც ამერიკელი კოლეგების დახმარებით ახერხებს კოლუმბიის უნივერსიტეტში »სოციალური კვლევის ინსტიტუტის« ხელახლა დაარსებას და ხელმძღვანელობას. ამ პერიოდში ჰორკჰაიმერი თეოდორ ვ. ადორნოსთან ერთად მუშაობს თავიანთ ძირითად წიგნზე »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები«. მოგვიანებით მოღვაწეობას აგრძელებს ლოს ანჯელესში. 1949 წელს, გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, თეოდორ ვ. ადრონოსთან ერთად ხელმძღვანელობს »სოციალური კვლევის ინსტიტუტს«. 1950 წლიდან ინიშნება გოეთეს უნივერსიტეტის რექტორად. ჰორკჰაიმერი იყო »სოციალური კვლევის ჟურნალის« დამაარსებელი და მრავალი წლის განმავლობაში მისი გამომცემელი.