აბას ქიაროსთამი, (1940-2016) –ირანელი კინორეჟისორი და მხატვარი. სწავლობდა თეირანის უნვერსიტეტში ნატიფ ხელოვნებათა ფაკულტეტის ფერწერის განყოფილებაზე. სწავლის შემდეგ მუშაობდა ილუსტრაციებზე საბავშვო წიგნებისათვის, რასაც დღემდე აგრძელებს; კინოგაქირავებისთვის ქმნიდა კინოპლაკატებს; 1960-69 წლებში მოამზადა 150-ზე მეტი სარეკლამო რგოლი. 1970 წელს ირანის ბავშვთა და მოზარდთა ინტელექტუალური განვითარების ინსტიტუტის დაკვეთით გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი »პური და ვიწრო შესახვევი«; 1974 წელს – პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი »მოგზაური«. 1999 წელს აქვეყნებს ლექსების კრებულს »ქარის მხარდამხარ«. დღეისათვის გადაღებული აქვს 38-მდე ფილმი. მისი სცენარები და ზოგიერთი ფილმი სხვადასხვა დროს აკრძალული იყო ირანის მთავრობის მიერ ირანში საჩვენებლად. მისი ფილმებია: »სად არის მეგობრის სახლი?« (1987); »Close Up« (1990); »ზეთისხილის ხეების ქვეშ« (1994); »ალუბლის გემო« (1997); »ქარი წაგვიღებს« (1999); »Ten« (2002) და სხვა.