დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), ნიუ-იორკის სახვითი ხელოვნების სკოლის (School of Visual Arts) დოცენტი. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობს დისერტაციაზე ტელევიზიისა და მედიის თეორიის კრიტიკის შესახებ. კვლევის ძირითადი სფეროები: კრიტიკული თეორია, მედიის თეორია, საზოგადოების თეორია. უახლესი პუბლიკაციები: »განმანათლებლობა და კატასტროფა. რატომ არის 'განმანათლებლობის დიალექტიკა' აუცილებელი«. მისი თარგმანებია: ჰანს ბელერის »კინომონტაჟის ასპექტები« (2006), ვალტერ ბენიამინის »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ« (2007), »რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ >შეშლილ-ობა« (2008). მაქს ჰორკჰაიმერის და თეოდორ ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები« (2012). 2015 წელს სა.გა.-ში გამოიცა მისი წიგნი »იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, ადორნოს იდეოლოგიის კრიტიკა«. დევი დუმბაძის აქტუალური პუბლიკაციები ქვეყნდება მის პერსონალურ ვებ-გვერდზე.