ევა კრაუსი 2020 წლიდან არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელოვნებისა და საგამოფენო დარბაზის — ბუნდესკუნსტჰალეს — გენერალური დირექტორი. მისი ბოლო წლების პროგრამები საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებითა და დისკურსულ ხაზზე ფოკუსირებით ხასიათდება. მანამდე იგი იყო ნიურნბერგის ახალი მუზეუმის დირექტორი, ხელმძღვანელობდა მიუნხენში თანამედროვე ხელოვნების გალერეას, ხოლო ვენაში — მონოგრაფიულ ფონდს. ევა კრაუსი მრავალი ჟიურისა და ექსპერტული საბჭოს წევრია.