კარინა კარაევა არის დამოუკიდებელი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე, კინოსა და ვიდეო ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2006-2016 წლებში (თანამედროვე ხელოვნების ეროვნული ცენტრი, მოსკოვი, რუსეთი). განათლება: ს. გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (კინოკრიტიკოსი, კინოს თეორია), Ecole Nationale d'art, პარიზი. აქვს სპეციალური თეორიული და პრაქტიკული კურსები Mediaartlab სკოლაში, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, ბრიტანეთის ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლეს სკოლაში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში. მისი დისერტაცია ეხება სოც-ხელოვნებასა და საბჭოთა ნაციონალურ კინოს 1970-2000-იან წლებში (Ecole Normale Supérieure, პარიზი, საფრანგეთი). გადაღებული აქვს ფილმი ჰარუნ ფაროკის მიერ მოსკოვში ჩატარებული მასტერ-კლასებზე; ასევე, იყო რეჟისორის ასისტენტი ფილმისა »ოლეგიდა იშვიათი ხელოვნება« (2016, კინორეჟისორი ანდრეს დუკე). მონაწილეობდა, როგორც მსახიობი, პეტრ ჟუკოვის, არტურ არისტაკისაიანისა და სხვათა ფილმებში.