ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაცია (Der Bundesverband Psychiatrie-Erfahrener (BPE)) არის საზოგადოებრივი გაერთიანება გერმანულ ფსიქიატრიულ სივრცეში, რომელიც ნაწილობრივ გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფინანსდება. ასოციაცია ახორციელებს პროგრესულ პოლიტიკას ფსიქიატრიაში; აქტიურად იღვწის საზოგადოებაში ტაბუირებული თემისათვის იდუმალების საბურველის მოცილებისა და ნომენკლატურული კანონმდებლობის ცვლილებებისათვის. 2003-2005 წლებში ასოციაცია აქვეყნებს ანტიფსიქიატრიის »მეგზურს« »რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ >შეშლილ-ობა«.