ჰანს ბელერი (1947) – დაამთავრა ტელევიზიისა და კინოს უმაღლესი სკოლა მიუნხენში, ფლობს ფსიქოლოგის დიპლომს (სადიპლომო ნამუშევარი – »ფილმის აღქმა კინომონტაჟის მაგალითების საფუძველზე«). 50 წელიწადზე მეტია იღებს დოკუმენტურ ფილმებს. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ასწავლის კინომონტაჟის სპეციალობას. გამოსცა კინომონტაჟის სახელმძღვანელო »კინომონტაჟის პრაქტიკა და პრინციპები« (ბოლო, მეხუთე გამოცემა, 2009 წელი). 1991 წლიდან არის პროფესორი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2001 წლამდე იყო კინომეცნიერების პროფესორი კარლსრუეს უმაღლეს სკოლაში (ZKM); 2008 წლამდე იყო ტელეპრაქტიკის პროფესორი კელნის მედიის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (KHM); ხშირად არის მიწვეული დოცენტად სხვადასხვა გერმანულ კინოსკოლებში. არის უმაღლეს კურსდამთავრებულთა ტელეარხებ ARD-ZDF-ის, ასევე ტელეარხ BR, SWR, WDR-ის ტელემუშაკების ტრენერი. მისი კრიტიკული სტატიები კინომონტაჟზე იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალებში. გამოცემული აქვს არაერთი წიგნი კინომონტაჟსა, კინოს ისტორიასა და ტელევიზიაზე.