მათიას მიულერი დაიბადა ბილეფელდში (გერმანია) 1961 წელს. სწავლობდა ხელოვნებასა და გერმანულ ლიტერატურას ბილეფელდის უნივერსიტეტში, ასევე, ხელოვნებას HBK ბრაუნშვაიგში. აქვს მაგისტრის ხარისხი. იყო მოწვეული პროფესორი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტში (მაინის ფრანკფურტი). იყო მოწვეული პროფესორი დორტმუნდის Fachhochschule-ში. 2003 წლიდან არის მედიის ხელოვნების აკადემიის (KHM, კელნი) პროფესორი ექსპერიმენტულ ფილმის განხრით. მიულერმა კურატორობა გაუწია ავანგარდული ფილმებისადმი მიძღვნილ მრავალ ღონისძიებას, როგორებიცაა Found Footage Film Festival (1996 და -99), ასევე, პირველი გერმანული ავტობიოგრაფიული ფილმების ფესტივალს Ich etc. (1998) და სხვადასხვა ტურნეს ფარგლებში პროგრამებს. იგი არის ხელოვანი, რომელიც მუშაობს ფილმის, ვიდეოს, ინსტალაციისა და ფოტოგრაფიის სფეროში. მისი ფილმები ნაჩვენებია მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე, მათ შორის, კანის, ვენეციის, ბერლინის, ტორონტოს, ლოკარნოს, ობერჰაუზენის და როტერდამის ფესტივალებზე. მიულერის ნამუშევრები, ასევე, ნაჩვენებია მრავალ ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ გამოფენებზე. 1994 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მას მიუძღვნა რეტროსპექტივა. 2006 წელს მისი ნამუშევრები გახდა საერთაშორისო სიმპოზიუმის Matthias Müller – Multimedia Poet-ის თემა ბოსტონის უნივერსიტეტში. 1999 წლიდან მისი მრავალი ნამუშევარი შესრულებულია კრისტოფ ჟირარდეტთან ერთად თანარეჟისორობით. მიულერის ნამუშევრები ინახება ისეთ კოლექციებში, როგორებიცაა: Centre Georges Pompidou (პარიზი), Museu d’Art Contemporani (ბარსელონა), Nederlands Film Museum (ამსტერდამი), Australian Centre For The Moving Image (მელბურნი), Kunsthalle Bielefeld, გოეცის კოლექცია, მიუნხენი, Isabelle და Jean-Conrad Lemaître-ის კოლექცია (პარიზი), Servais Family Collection (ბრიუსელი), Khanna Family Collection (კუჩი, ინდოეთი) და Tate Modern (ლონდონი).