კონსტანტინე დუმბაძე (დაბადებული 1951 წელს, მოსკოვში) – ფილოსოფოსი, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობისა და ფილოსოფიის ინსტიტუტებში. ავტორია რიგი მეცნიერულ-ფილოსოფიური სტატიებისა და ესეების: »ქართული ქალაქური ჟარგონის თავისებურებანი« (1979), »არაცნობიერი და კანტის შემეცნების თეორია« (1980), »ჰომო ჰერმენევტიკუს« (1986), »იატაკქვეშეთის ადამიანი და იდეალი« (1986) და სხვა. 2001-2015 წლებში გამოიცა მისი ცხრა პოეტური რუსულენოვანი კრებული.