სერგეი ტრეტიაკოვი (1892-1937) იყო პოეტი-ფუტურისტი და ხელოვნების მემარცხენე ფრონტის თეორეტიკოსი, წერდა პიესებს ვსევოლოდ მეიერჰოლდისთვის და სერგეი ეიზენშტეინისთვის, ასევე, კინოსცენარებს ქართველი კინორეჟისორებისთვის: მიხეილ ჭიაურელის, ნიკოლოზ შენგელაიასა და მიხეილ კალატოზოვისთვის; აგრეთვე, ის ავტორია მრავალი ნარკვევისა, რომელთაც ის »გზის-ფილმებს« უწოდებდა, თავისი მოგზაურობების შესახებ ჩინეთში, საქართველოში, ციმბირში, დასავლეთ ევროპაში. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბერტოლდ ბრეხტთან და თარგმნიდა მის პიესებს რუსულ ენაზე. 1937 წელს იგი დაიჭირეს და დახვრიტეს მოსკოვში, როგორც იაპონელი შპიონი, 1956 წლის თებერვალში ის რეაბილიტირებულ იქნა.