მათიას მიულერს (1961) მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, როგორებიცაა: კანი, ვენეცია, ბერლინი, და დაჯილდოებულია მრავალი პრიზით. მისი ნამუშევრები, ასევე, ნაჩვენებია სხვადასხვა პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაზე და ინახება პარიზის ჟორჟ პომპიდუს ცენტრის, და ლონდონის ტეიტ მოდერნის, და სხვა სახელოვნებო სივრცეების კოლექციებში.