მარიამ კვესელავა (1980) – ფრანგული ენის სპეციალისტი, მთერგმნელი. 1997-2001 წლებში სწავლობდა ილია ჭავჭავაძის დასავლური ენებისა და კულტურის უნივერსიტეტში (დღეს ილიას უნივერსიტეტი) ჯერ ფრანგული ენის ფაკულტეტზე შემდეგ კი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2002-2005 წლებში სწავლა განაგრძო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში (Sorbonne Nouvelle Paris 3) თანამედროოვე საზოგადოების კვლევის დეპარტამენტის ევროპული სწავლების ფაკულტეტზე, სადაც მისი სადიპლომო ნამუშევარი ეხებოდა ჩეჩნეთის ომის გაშუქებას ფრანგულ პრესაში. 2011-2012 წლებში გაიარა მაგისტრატურა პარიზის დოფინის უნივერსიტეტში (Université Paris Dauphine) კულტურული ორგანიზაციების მენეჯმენტის მიმართულებით. 2005-2017 წლებში მუშაობდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტის კულტურისა და კომუნიკაციის სფეროს კოორდინატორად. თარგმნილი აქვს ლაშა ბუღაძის პიესები (გამომცემლობა Espace d’un instant, პარიზი). 2015 წელს ითანამშრომლა გამომცემლობა სა.გა.-სთან სემინარის »პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში«.