ოქსანა ბულგაკოვა – კინომცოდნე, მაინცის (გერმანია) კინოს ისტორიისა და კინოანალიზის იოჰან გუტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც კინომცოდნეობისა და მედიადრამატურგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. 1982 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (ბერლინი). ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მუშაობდა »გერმანული კინემატეკის მეგობრების« გაერთიანებაში, »ინტერნაციონალ ახალგაზრდათა ფილმის ფორუმში« (1993 წლამდე) და ბოხუმის რურის უნივერსიტეტის ლოტმანის ინსტიტუტში (2002–2005). სხვადასხვა დროს იგი ასწავლიდა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, ლაიპციგის თეატრის სკოლასა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტებში. 1998–2004 წლებში იყო მიწვეული პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტში და ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (2004), შემდგომ კი იყო კელნის კინოს ინტერნაციონალური უმაღლესის პროფესორი. ოქსანა ბულგაკოვას კვლევის ძირითადი საგანია (საბჭოთა) კინოავანგარდი, განსაკუთრებით, კინორეჟისორ სერგეი ეიზენშტეინის შემოქმედება. იგი არის არა ერთი განმსაზღვრელი მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი ამ თემებზე.