კრის მარკერი (1921-2012) – ფრანგი კინოესეისტი, უახლესი დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი ცენტრალური წარმომადგენელი. მარკერი თავისი კრიტიკულ-პოეტური ნარატივითა და პოლიტიკური ფილმის ფორმატით არის ცნობილი. მისი შემოქმედება ინსპირირებული იყო კინოავანგარდით. იგი იყო საბჭოთა კინორეჟისორის, ალექსანდრე მედვედკინის, მეგობარი და ხელახლა აღმომჩენი, რომელსაც მიუძღვნა ფილმი »უკანასკნელი ბოლშევიკი« (»The Last Bolshevik«, საფრანგეთი, 1992). კრის მარკერის ფოტოფილმმა »La Jetée« (»ასაფრენი ბილიკი«, საფრანგეთი, 1962) მას სახელი გაუთქვა ჩრდილო ამერიკაში და ადგილი დაუმკვიდრა Underground კინემატოგრაფიაში. ამ ფილმის რემეიკი გადაღებული იყო ჰოლივუდში (»12 მაიმუნი«); ხოლო ფილმი »Sans Soleil« (»უმზეოდ«, საფრანგეთი, 1983) დღესაც კინორეფლექსიის საგნად რჩება. 1988 წელს კინოგადაღებები ჰქონდა საქართველოშიც. 1980-იანი წლებიდან ფილმთან ერთად ქმნიდა მულტიმედია პროექტებსაც. ავტორია 60-მდე ფილმისა.