რეზო კვესელავა, დაბადებული 1933 წელს, სოფელ ნახარებაოში, მარტვილის რაიონი – ქართველი ლიტერატორი, კინოდრამატურგი და პედაგოგი. დაამთავრა თბილისის უცხო ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა კინოსტუდია »ქართული ფილმის« რედაქტორად. არის არაერთი ქართული ფილმის სცენარის (თანა)ავტორი: »ვედრება« (1967), »XIX საუკუნის ქართული ქრონიკა« (1978), »გზა შინისაკენ« (1983), »მონანიება« (1984), »ჭერი« (2004), »კავკასიური მისტერიები« (2006) და სხვა. 2008 წელს მისი ავტორობით გამოვიდა წიგნი »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს ქართულ ჟურნალ-გეზეთებში გამოქვეყნებული მისი მემუარული სტილის წერილები ქართველ კინოხელოვანებზე. ეწვეოდა პედაგოგიურ (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მთარგმნელობით (ნ. ბერდიაევი, კ. ჰამსუნი, ვ. ნაბოკოვი, ლ. ფოიხტვანგერი და სხვა.) საქმიანობას.