რუსუდან ასათიანი (1956) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკი. ინტერესთა სფერო: ენათა ტიპოლოგია და კოგნიტიური ლინგვისტიკა, ინფორმაციის ენობრივი შეფუთვა და წინადადების საინფორმაციო სტრუქტურა, ქართველური ენების ლინგვისტური ანალიზი. ავტორია სამი მონოგრაფიისა და 70-მდე სამეცნიერო სტატიის; ასევე, ქართული ენის სახელმძღვანელოსი უცხოელებისათვის. მისი რედაქტორობით გამოიცა სხვადასხვა ხასიათის ნაშრომები, მათ შორის: Proceedings of the Fifth International Symposium – LLC, University of Amsterdam, Printed by Grafisch Centrum (2003); Г.Б. Чикоидзе, Сетевое представление морфологических процессоров, изд. >Интелект< (2005); საერთაშორისო ორენოვანი ჟურნალი »ენა, ლოგიკა, გამოთვლები«, I და II, გამომცემლობა: »დეგაპრინტი« (2005, 2008); სამეცნიერო სტატიების კრებული »ინფორმაციის სტრუქტურირება«, გამომცემლობა »ნეკერი« (2009); აქვს გამომცემლობა სა.გა.სთან თანამშრომლობის გამოცდილება, მისი რედაქტორობით გამოიცა სა.გა.ს რვა წიგნი.