სოსო დუმბაძე (1981) – ცხოვრობს კელნში, მუშაობს კელნსა და თბილისში. კინო და მედიახელოვნება შეისწავლა კელნის მედიების ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში (Academy of Media Arts Cologne, დიპლომი 2011). მისი დისერტაცია (ზამთარი, 2020), ეხება ქართულ-რუსულ კინოავანგარდს პოლიტიკურ ესეი ფილმთან მიმართებაში, ჰამბურგის სახვითი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი (University of Fine Arts of Hamburg). დუმბაძის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო: The Art and Exhibition Hall of the Federal Republic of Germany (იგივე the Bundeskunsthalle), Art Cologne, Künstlerhaus Bethanien Berlin, New Talents – Biennale და სხვა. მისი ვიდეოინსტალაცია »პარალელები ერთ ომზე« (2012) შესყიდულ იქნა ქალაქ კელნის კოლექციისათვის ბარბარა ენგელბახის კურატორობით Ludwig Museum-იდან. დუმბაძის ვიდეოინსტალაციის შესახებ »ყვითელი ავტობუსი« (2017) დაიწერა ჟურნალში Frieze და გაზეთში Frankfurter Allgemeine Zeitung. მისი სადიპლომო ფილმის »მზიანი ღამე« (2017) პრემიერა, რეალიზირებული ლეა ჰარტლაუბთან ერთად, გაიმართა Dok-Leipzig-ის კინოფესტივალზე. დუმბაძე თბილისში ორგანიზებას უწევს კინოსემინარებს საერთაშორისო რეფერენტებით. 2006 წელს მან დააარსა »საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.«, სადაც გამოიცა 16 წიგნი ისეთი ავტორების, როგორებიც არიან: ვალტერ ბენიამინი და თეოდორ ვ. ადორნო, სერგეი ეიზენშტეინი და ძიგა ვერტოვი, პიერ პაოლო პაზოლინი, აგერთვე, თანამედროვე ხელოვნებიდან, ჰარუნ ფაროკი და კრის მარკერი და სხვა. სოსო დუმბაძე თავისი მონოგრაფიით »კოტე მიქაბერიძე« (ინგლისურად 2018, რეალიზებული ნინო ძანძავასთან ერთად) პრეზენტაცია-მოხსნებებით წარსდგა: პომპიდუს ცენტრში, პარიზი (Centre Georges Pompidou), გერმანიის კინომუზეუმში (ფრანკფურტი), ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და სხვა.