ნინო ძანძავა, დაიბადა 1983 წელს, ქ. სოხუმში. 2001-2006 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სამაგისტრო ხარისხი კინომცოდნეობაში. 2010-2011 წლებში კინოს კონსერვაციის კურსი გაიარა ლ. ჯ. სელზნიკის სახელობის კინოპრეზერვაციის სკოლაში (George Eastman House – International Museum of Photography and Film. როჩესტერი, ნიუ იორკი, აშშ). სხვადასხვა დროს კინოკრიტიკოსად და კულტურის მიმომხილველად მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში და ონლაინ მედიებში: »რეზონანსი«, »ცხელი შოკოლადი«, »კინო –ცხელი შოკოლადი«, www.netgazeti.ge, http://mastsavlebeli.ge და ა.შ. 2006-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში / კინომემკვიდრეობის დაცვის განყოფილება. სტაჟირება აქვს გავლილი არქივში Anthology Film Archives, ნიუ იორკი, აშშ; The Haghefilm Foundation, ამსტერდამი, ჰოლანდია. ამჟამად მუშაობს საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილედ. აქვს გამომცემლობა სა.გა.-სთან თანამშრომლობის გამოცდილება, მისი რედაქტორობით გამოიცა გერმანე გოგიტიძეს წიგნი »ქართული კინოს წარსულიდან« (2013).