დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), ასწავლის ხელოვნების ისტორიას და ესთეტიკას ნიუ-იორკის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (School of Visual Arts). მისი პუბლიკაციებია: »ხელოვნება და ხსნა. ადორნოს ‘ესთეტიკური თეორია’«; »ჰოლოკოსტის კლიმატის ცვლილება. ისრაელის განადგურება ტიმოტი სნაიდერის ‘შავი მიწა’-ში«, »განმანათლებლობა და კატასტროფა. რატომ არის 'განმანათლებლობის დიალექტიკა' აქტუალური«. თარგმანები: თეოდორ ვ. ადორნოს »ესთეტიკური თეორია« (2019), ჰანს ბელერის »კინომონტაჟის ასპექტები« (2006), ვალტერ ბენიამინის »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში / ისტორიის ცნების შესახებ« (2007), მაქს ჰორკჰაიმერის და თეოდორ ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები« (2012, 2025). 2015 წელს სა.გა.-ში გამოიცა მისი წიგნი »იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, ადორნოს იდეოლოგიის კრიტიკა«.