07.-09.05.2007
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16
0108 თბილისი
რეფერენტები – დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)
ორგანიზატორი – სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მედიის მეცნიერების ინსტიტუტსა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებასთან თანამშრომლობით
2007 წელს სრულდება ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის, დაბადებიდან 115 წელი. ვალტერ ბენიამინი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანულენოვანი თეორეტიკოსი და მოაზროვნეა. 1960-იან წლებში მისმა შრომებმა ხელახალი აქტუალობა შეიძინა და მას შემდეგ დღემდე ამოუწურავ წყაროდ რჩება ისეთ სფეროთათვის, როგორიცაა კრიტიკული კულტურის თეორია, მედიის თეორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორიის ფილოსოფია და სხვა. »ფრანკფურტის სკოლასთან« აქტიურ კონტაქტში მყოფ ამ დიაგნოსტიკოსსა და კრიტიკული თეორიის ავტორს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ.
სემინარის მონაწილეებს უსასყიდლოდ დაურიგდათ ვალტერ ბენიამინის ორი ცენტრალური ნაშრომის პირველი ქართული თარგმანის გამოცემა – »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ«.