2022 | 07.-10. ნოემბერი | 12:00-17:00 საათიდან
გოეთეს ინსტიტუტი საქართველო,
მიხეილ ზანდუკელის ქ. 16.
0108 თბილისი
ფრონტ-ლაინ კლუბი,
ლადო ასათიანის ქ. 62
0105 თბილისი
მომხსენებელი – ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ღონისძიება.
90-იანი წლების ციფრული შემობრუნების (Digital Turn) შემდეგ, ციფრული მონტაჟის სისტემების შესაძლებლობების წყალობით, მემონტაჟეთა სამუშაო რადიკალურად შეიცვალა: როგორია დღეს მონტაჟის ტექნიკური, შემოქმედებითი და დრამატურგიული სტრატეგიები? კლასიკური ფილმის მონტაჟის რა გამოცდილებაა ჯერ კიდევ ძალაში? აქამდე ხელშეუხებელი რომელი წესები მოძველდა, მაგ. ჰოლივუდის ერთგულება ილუზიონისტური „უხილავი ჭრისადმი“? როგორ შეცვალა მაყურებლის ჩვევები უხეშმა ჭრამ (rough cuts), პირდაპირმა მონტაჟმა (direct editing) და ნახტომიანმა ჭრამ (jump cuts)? შეიცვალა თუ არა კლასიკური დრამატურგია, მაგალითად, ეროსსა და თანატოსს შორის, ტექნოლოგიური ინოვაციების გამო? როგორ რეაგირებს დღევანდელი სამონტაჟო შაბლონები კამერის მოძრაობის შეცვლილ მახასიათებლებზე ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას, როგორებიცაა GoPro, მულტიკოპტერული კამერები (დრონები) და „კამერის გარეშე გენერირებული გამოსახულება“ (non camera generated images)? როგორ შეიცვალა ჭრის სიხშირე ბოლო წლებში, რა ბედი ეწია „სამონტაჟო გრიგალებს“? როგორ ზემოქმედებს სცენურ (მხატვრულ) და დოკუმენტურ (არამხატვრულ) მედიათა კვეთა ავთენტურობისა და „ყალბი ამბების“ (fake news) შესახებ დისკუსიაზე როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ სფეროში (საუბარია მიმდევრობების მიკროანალიზზე)?
კლასიკური და ახალი მონტაჟის მეთოდების შედარების გზით, რომელიც კინოსა და ტელევიზიის ისტორიიდან და სხვა პლატფორმებიდან ფილმების ნაწყვეტების განხილვას და მათი ზემოქმედების ანალიზს ეფუძნება, სემინარი აღრმავებს თეორიულ ცოდნას და ავითარებს შემოქმედებით უნარებს. ის გამიზნულია ყველა დაინტერესებული მედიაპროფესიონალისთვის, ვისი მოტივაციაც სცილდება სამონტაჟო პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას, ვინც არ აძლევს პროგრამულ უზრუნველყოფას მზა სამონტაჟო გადაწყვეტილებების (editing solutions) კარნახის შესაძლებლობას და სურს თავად, საკუთარი შემოქმედებითი ენერგიით შექმნას დროზე დაფუძნებული მედია (time based Media). საუბარია ექსპერიმენტების სიხარულსა და მონტაჟის ხელოვნებაზე.
სემინარის ბოლოს, გავანალიზებთ სტუდენტებისა და მონაწილეების მიერ შექმნილი ფილმების დაახლოებით 7-10 წუთიან ნაწყვეტებს. ვორკშოპის ხელმძღვანელია პროფ. ჰანს ბელერი
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია!