2013 | 8. ოქტომბერი | 18 საათი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სანაპიროს 4
0105 თბილისი
ავტორები — სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის და საქართველოს ეროვნული არქივის ხელშეწყობით
გერმანე გოგიტიძე (1886-1960) 1925 წელს ბერლინში ვიზიტისას კითხვით მიმართავს გერმანელ კინოკლასიკოს ფრიც ლანგს – გადაიღებს თუ არა იგი »ვეფხისტყაოსანს«? ეს გამოცემა აერთიანებს გოგიტიძის გამოუქვეყნებელი კინომემუარების თარგმანს, კრიტიკულ წერილებს და საარქივო მასალებს 19 ფოტოთი. გამოცემას დართული აქვს გოგიტიძის სრული ბიოგრაფია, რომელიც აღწერს მის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობ ფაქტებს. ეს წიგნი არის პირველი მონოგრაფია ქართული კინოწარმოების პიონერზე და იგი უფრო ახლოს გაგვაცნობს ქართული კინოს ისტორიის საწყის ეტაპებს.