გაიმართა სა.გა.-ს ორგანიზებული, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით, მათიას მიულერის (კელნი) ერთკვირიანი კინოსემინარი »მათიას მიულერი – Revisitations. გერმანული თანამედროვე ექსპერიმენტული ფილმი«.
ისრაელის საელჩომ საქართველოში დააფინანსა თეოდორ ვ. ადორნოს და მაქს ჰორკჰაიმერის წიგნის »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები« ხელმეორე, განახლებული გამოცემა.
სა.გა.-ს წიგნები ხელმისაწვდომია გამომცემლობა და წიგნის მაღაზიაში »მემორია«.
გაიმართა სა.გა.-ს ორგანიზებული, კარინა კარაევას (პარიზი) კინოსემინარი »მარგინალური კინო«, დაფინანსებული École normale supérieure-ს (პარიზი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ და, ასევე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მონაწილეობით
გამოვიდა სა.გა.-ს ახალი ქართულ-ინგლისურენოვანი გამოცემა რუსუდან ასათიანის »ქართული როგორც მეორე ენა. სახელმძღვანელო«.
გაიმართა სა.გა.-ს, გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) მიერ ორგანიზებული, სა.გა.-ს ერთ-ერთი ავტორის, გერმანელი პროფესორის ჰანს ბელერის (ლუდვიგსბურგი) ერთკვირიანი კინოსმენიარი: »მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები?«.
სა.გა.-ს წიგნები ხელმისაწვდომია კაფეში და წიგნის მაღაზიაში »Dissident books«.
სა.გა.-ს წიგნები ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიაში »Itaka books Tbilisi«.
გამოვიდა სა.გა.-ს ახალი რუსულენოვანი გამოცემა სერგეი ტრეტიაკოვის »>სვანეთი< და სხვა ნარკვევები საქართველოზე«.
სა.გა.-ს წიგნები ხელმისაწვდომია თბილისში და ბათუმში წიგნის მაღაზიაში / კაფეში »Books From Past«.
გაიმართა სა.გა.-ს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) მიერ ორგანიზებული, სა.გა.-ს ერთ-ერთი ავტორის, გერმანელი პროფესორის ჰანს ბელერის (ლუდვიგსბურგი) ონლაინ მოხსენება: »ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის«.
სა.გა.-ს წიგნები გამოფენილი იყო წიგნის მაღაზია »ბუკვიცას« მიერ მოსკოვის წიგნის ფესტივალზე სავაჭრო ცენტრში »გუმ«-ში.
გამოვიდა სა.გა.-ს ახალი გერმანულენოვანი გამოცემა დავიდ ვიტენბერგის »ფილმი და ტექსტი«.
სა.გა.-ს წიგნები სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935« და »კოტე მიქაბერიძე« ხელმისაწვდომია მოსკოვის წიგნის მაღაზიაში »ხოდასევიჩი«.
გამოვიდა სა.გა.-ს ხელახალი გამოცემა ვალტერ ბენიამინის »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ«.
სა.გა.-ს წიგნები ხელმისაწვდომია თბილისში წიგნის მაღაზიაში »აქტი«.
სა.გა.-ს რუსულენოვანი გამოცემა სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935« ხელმისაწვდომია სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი) წიგნის მაღაზიაში »Подписные издания«.
რუსული ონლაინ პორტალის »გორკი მედიას« მონაცენებით სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935« რუსული ინტელექტუალური წიგნების ბესტსელერების სიაშია.
გამოქვეყნდა ალექსანდრე შვარცის (მიუნხენი) რეცენზია სა.გა.-ს წიგნზე »კოტე მიქაბერიძე« კინოჟურნალში »Apparatus. Film, Media and Digital Cultures of Central and Eastern Europe« (ინგლისურ ნაზე).
მოსკოვის წიგნის ფესტივალზე non / fiction წარდგენილია სა.გა.-ს წიგნი სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935«.
კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა და წიგნის »კოტე მიქაბერიძე« პრეზენტაცია cinefest 2019, 16th International Festival of German Film-Heritage Hamburg და კინოში »მეტროპოლისი«, ჰამბურგი.
გამოვიდა სა.გა.-ს ხელახალი განახლებული გამოცემა სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935«.
დაიბეჭდა ვალერი პოზნერის (პარიზი) რეცენზია სა.გა.-ს წიგნზე »კოტე მიქაბერიძე« ფრანგულ კინოჟურნალში »1895 Revue d'histoire du cinéma« (ფრანგულ ენაზე).
სა.გა.-ს წიგნები ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიათა ქსელში »პროსპეროს ბუქს« და მაღაზიაში »სტამბის წიგნები«.
სა.გა.-ს რუსულენოვანი გამოცემა სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935« ხელმისაწვდომია თელ-ავივში (ისრაელი) წიგნის მაღაზიაში »ბაბელი«.
საქართველოში სა.გა.-ს ინგლისურენოვანი წიგნი »კოტე მიქაბერიძე« ხელმისაწვდომია თბილისში და ქუთაისში წიგნის მაღაზიათა ქსელში »სანტა ესპერანსა«.
ამუშავდა სა.გა.-ს ვებ-გვერდის ინგილისური ვერსია.
პარიზში, პომპიდუს ცენტრში (Centre Georges Pompidou) გაიმართა გამომცემლობა სა.გა.-ს ხელმძღვანელის, სოსო დუმბაძის მოხსენება ქართველ კინორეჟისორზე კოტე მიქაბერიძეზე.
მოსკოვში სა.გა.-ს წიგნები, სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935« და »კოტე მიქაბერიძე« ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიაში »გარაჟი« (მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში).
სა.გა.-ს ინგლისურენოვანი წიგნი, სოსო დუმბაძის და ნინო ძანძავას »კოტე მიქაბერიძე« ხელმისაწვდომი გახდება წიგნის მაღაზია »Buchhandlung Walther König«-ის კელნის, დიუსელდორფის და ვენის ფილიალებში. სა.გა. გახდა პირველი ქართული გამომცემლობა, რომელმაც შეძლო გემანიაში წიგნის ამ მნიშვნელოვან მაღაზიაში ქართული გამოცემის დისტრიბუცია და პირველი გავიდა გერმანიის წიგნის ბაზარზე.
მოსკოვში სა.გა.-ს რუსულენოვანი წიგნი, სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935« ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიაში »ფალანსტერი«. სა.გა. გახდა პირველი ქართული გამომცემლობა, რომელმაც შეძლო მოსკოვში წიგნის ამ პოპულარულ მაღაზიაში ქართული გამოცემის დისტრიბუცია და უახლეს ისტორიაში პირველი გავიდა რუსულ წიგნის ბაზარზე.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიის კინომუზეუმში (ფრანკფურტი) და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ტერიტორიაზე Education Stage, Hall 4.2, C 94 გაიმართა სა.გა.-ს ინგლისურენოვანი წიგნის »კოტე მიქაბერიძე« პრეზენტაციები; აგრეთვე წიგნი ბაზრობის განმავლობაში გამოფნილი იყო შემდეგ სტენდებზე: საქართველოს პავილიონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს სტენდი და ქართული ხელოვნების წიგნების სტენდი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში »ლიგამუსი« ჩატარდა სა.გა.-ს მიერ ორგანიზებული ელენა ვოგმანის (ბერლინი) მოხსენება »ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«« საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელშეწყობით.
გამოიცა სა.გა.-ს პირველი ინგლისურენოვანი წიგნი, სოსო დუმბაძის და ნინო ძანძავას »კოტე მიქაბერიძე«.
გამოვიდა ხელახალი გამოცემა ჰანს ბელერის »კინომონტაჟის ასპექტები«.
ამუშავდა გამომცემლობის წინამდებარე ვებ-გვერდი.
2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ფრანკფურტში გერმანიის კინომუზეუმში გაიმართება სა.გა.-ს მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის: »კოტე მიქაბერიძე. საარქივო მასალა, შემოქმედებითი ბიოგრაფია, ფილმოგრაფია« პრეზენტაცია და წიგნი გამოიფნება ამ წიგნის ბაზრობაზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით გამოიცემა წიგნის: »კოტე მიქაბერიძე. საარქივო მასალა, შემოქმედებითი ბიოგრაფია, ფილმოგრაფია« ინგლისურენოვანი ვერსია.
სა.გა.-მ უსასყიდლოდ გადასცა თბილისის ებრაული ორგანიზაცია »ჩვენი სახლის« ბიბლიოთეკას სა.გა.-ს გამოცემული გერმანელ- და რუს-ებრაელ ავტორთა წიგნები.
სა.გა.-მ გამოსცა ონის სინაგოგის სამენოვანი საფოსტო ბარათი, რომელიც გაიყიდება დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში.
ფრიდრიხ-ებერტის-ფონდი დააფინანსებს, სა.გა.-ს ახალი წიგნის, სერგეი ტრეტიაკოვის »სვანეთი« გამოცემას. ამჟამად მიმდინარეობს, დამატებითი რესურსების მოძიება, რათა წიგნი ორიგინალი ენიდა, რუსულიდან, გადითარგმნოს ქართულადაც და ორ-ენოვანი სახით გამოიცეს.
სა.გა.-ს რუსულენოვანი წიგნი, სერგეი ეიზენშტეინის »სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935« გადაეცა მოსკოვის შემდეგ ბიბლიოთეკებს: Библиотека киноискусства им. С.М. Эйзенштейна, Российская государственная библиотека искусств, Библиотека - ВГИК, Библиотека РГГУ (гуманитарного университета).
სა.გა.-ს კინოსემინარის »კლოდ ლანცმანი – ფილმი შოა«ჩატარების ვადებმა გადაიწიეს 2020 წლის შემოდგომისათვის.
დაიწყო სა.გა.-ს ახალი ვებ-გვერდის პროგრამირება.
გამოიცა სა.გა.-ს ახალი წიგნი, სერგეი ეიზენშტეინის »სტენოგრამები სარეჟისორე სემინარების 1933-1935«, რუსულ ენაზე. პირველად სა.გა.-ს ისტორიაში, ჩვენი წიგნი ხელმისაწვდომი იქნება არაქართულენოვან მკითხველთათვისაც და წიგნი გავა საქართველოს საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა ნინო ძანძავას და სოსო დუმბაძის მიერ გამოცემული მონოგრაფიის »კოტე მიქაბერიძე« პრეზენტაცია და მათ მიერ კურატირებული ამავე სახელწოდების გამოფენის გახსნა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ფინანსური ხელშეწყობით დაფინანსდა, ნინო ძანძავას და სოსო დუმბაძის ქართულენოვანი წიგნის »კოტე მიქაბერიძე« ბოლო სამუშაო ეტაპი – ამ წიგნის ბეჭდვა.
გამოვიდა სა.გა.-ს ახალი ელექტრონული წიგნი, პიერ პაოლო პაზოლინის »ლუთერული წერილები«.
გამოიცა სა.გა.-ს ახალი თარგმანი პიერ პაოლო პაზოლინის წიგნი »ლუთერული წერილები«.
სა.გა.-ს ახალ კინოსემინარს »კლოდ ლანცმანი – ფილმი »შოა« მხას დაუჭერენ ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.
სა.გა. 10 წლის გახდა.
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა დააფინანსა პიერ პაოლო პაზოლინის წიგნის »ლუთერული წერილების« მთარგმნელობითი სამუშაოები.
გამოვიდა სა.გა.-ს ახალი ელექტრონული წიგნი, კრის მარკერის, თომას ტოდეს და ჰარუნ ფაროკის »პოლიტიკური ესეი ფილმი«.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა სა.გა.ს წიგნის, სოსო დუმბაძის და ნინო ძანძავას მონოგრაფიის »კოტე მიქაბერიძე« მეორე სამუშაო ეტაპი, მასალების დასაბეჭდად მომზადება.
დაიწყო სა.გა.-ს ახალ წიგნზე, სერგეი ეიზენშტეინის »სტენოგრამები სარეჟისორე სემინარების 1933-1935« მუშაობა, რომელიც გამოიცემა ორიგინალის ენაზე რუსულზე. წიგნი ხელშემწყობი ორგანიზაციები იქნებიან ფრიდრიხ ებერტის ფონდი და საქართველოს ეროვნული არქივი.
ჩატარდა სა.გა.-ს მიერ ორგანიზირებული სემინარი »პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსადა გერმანიაში« გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.
გამოიცა სა.გა.-ს ახალი წიგნი, კრის მარკერის, თომას ტოდეს და ჰარუნ ფაროკის »პოლიტიკური ესეი ფილმი«.
გამოვიდა სა.გა.-ს ახალი ელექტრონული წიგნი, დევი დუმბაძის – »იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, ადორნოს იდეოლოგიის კრიტიკა«
დასრულდა სა.გა.-ს ვებ-გვერდის სმარტფონების ფორმატისათვის პროგრამირება.
იტალიის საგარეო საქმეთა და ინტერნაციონალური თანამშრომლობის სამინისტრომ ნაწილობრივ დააფინანსა სა.გა.-ს პიერ პაოლო პაზოლინის წიგნი »ლუთერული წერილები«.
გამოიცა სა.გა.-ს ახალი წიგნი, დევი დუმბაძის »იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, ადორნოს იდეოლოგიის კრიტიკა«.
სა.გა.-ს კინოსემინარის »პოლიტიკური ესეი ფილმი« ჩასატარებლად გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის თანადგომით პროექტმა მიიღო საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კულტურული პროგრამის »ელისეს« დამატებითი დაფინანსება.
სა.გა.-ს ელექტრონულ წიგნებს დაემატა ძიგა ვერტოვის »ადამიანი კინოაპარატით«, სერგეი ეიზენშტეინის »ინტელექტუალური მონტაჟი« და გერმანე გოგიტიძის »ქართული კინოს წარსულიდან«.
სა.გა.-ს წიგნები განთავსდა »ლიგამუსის« წიგნის მაღაზიაში.
სა.გა.-ს 2015 წლის კინოსემინარის »პოლიტიკური ესეიფილმი« ფრანგულ ნაწილს დააფინანსებს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
პიერ პაოლო პაზოლინის მემკვიდერობის საავტორო უფლებების მფლობელმა, სტუდიო ლეგალეს (Studio Legale, რომი) სახით, სა.გა.-ს უსასყიდლოდ გადასცა პაზოლინის წიგნის »ლუთერანული წერილები« საავტორო უფლებები.
გოეთეს ინსტიტუტი დააფინანსებს სა.გა.-ს 2015 წლის შემოდგომის კინოსემინარს »პოლიტიკური ესეი-ფილმი«.
სა.გა.-ს მთარგმნელმა, დევი დუმბაძემ, თეოდორ ვ. ადორნოს წიგნის »ესთეტიკური თეორიის« მთარგმნელობითი სამუშაოების ჩასატარებლად მიიღო ქალაქ ვენის ადამიანთა მეცნიერებათა ინსტიტუტის (Institut für Wissenschaften vom Menschen) პაულ ცელანის სახელობის სტიპენდი.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა სა.გა.-ს ახალი წიგნის, სოსო დუმბაძის და ნინო ძანძვას მონოგრაფიის: »კოტე მიქაბერიძე« მასალების მოსაძიებლად არქივებში კვლევითი სამუშაოები.
გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალურმა ფილიალმა (მიუნხენი) დააფინანსა სა.გა.-ს ახალი წიგნის, თეოდორ ვ. ადორნოს »ესთეტიკური თეორიის« ქართული თარგმანის სამუშაოები. წიგნის თარგმანს შეასრულებს დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი).
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა გერმანე გოგიტიძის წიგნის »ქართული კინოს წარსულიდან« პრეზენტაცია.
გამოიცა სა.გა-ს ახალი წიგნი, გერმანე გოგიტიძის »ქართული კინოს წარსულიდან«.
ჩატარდა სა.გა.-ს მიერ ორგანიზირებული, გოეთეს ინსტიტუტის სემინარის »კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის«, რეფერენტი თომას ტოდე (ჰამბურგი).
გამოვიდა სა.გა.-ს ორი ახალი გამოცემა – ძიგა ვერტოვის »ადამიანი კინოაპარატით« და სერგეი ეიზენშტეინის »ინტელექტუალური მონტაჟი«.
განხორციელდა გამომცემლობის რეორგანიზაცია, განახლდა და დაზუსტდა სახელწოდება – »საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.«
გამოიცა ვალტერ ბენიამინის »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ« მეოთხე, ხელახლა რედაქტირებული და გაფართოებული გამოცემა.
გერმანე გოგიტიძეს გამოცემის ხელშემწყობთა ინსტიტუციებს დაემატა »საქართველოს ეროვნული არქივი«.
გერმანე გოგიტიძის გამოცემის »ქართული კინოს წარსულიდან« თარგმნა-გამოცემას დააფინანსებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო »ქართული წიგნის და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის« ფარგლებში.
საგას ელექტრონულ წიგნებს დაემატა ვალტერ ბენიამინის »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ«.
გაიხსნა საგას Facebook-გვერდი.
დღეიდან შესაძლებელია საგას წიგნების ელექტრონულ ვერსიებადაც შეძენა ელექტრონულ წიგნის მაღაზიაში »საბაზე«.
საგას ვებ-გვერდს დაემატა ინგლისური განყოფილება.
საგას ორგანიზირებულ სემინარს »კინოავანგარდი და პოლიტიკა« დააფინანსებს გოეთეს ინსტიტუტის თბილისის ფილიალი.
ხანგრძლივი პროგრამირების შემდეგ ავამუშავეთ გამომცემლობის ვებ-გვერდი.
გამოცა საგას ახალი წიგნი, მაქს ჰორკჰაიმერის და თეოდორ ვ. ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები«.
გამოიცა საგას ახალი წიგნი, აბას ქიაროსთამის »ქარის მხარდამხარ«.
გამოიცა საგას ახალი წიგნი, აკა მორჩილაძის »კაგდატა ინ ჯორჯია«.
კაფე »Moulin Electrique«-ში (თბილისი), გაიმართა რეზო კვესელავას წიგნის »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე« პრეზენტაცია.
გამოიცა საგას ახალი წიგნი, რეზო კვესელავას »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«.
გაიმართა საგას აქცია საქართველოს მაშტაბით, სადაც ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაციის ანტიფსიქიატრიის »მეგზურის« »რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?« პირველი გამოცემის 3 / 4 ნაწილი უსასყიდლოდ დარიგდა შესაბამის ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში.
გამოიცა საგას ახალი წიგნი ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაციის, »რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?«.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდა საგას სემინარ-ვორკშოპი »ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება« რეფერენტებით: დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი).
გამოიცა საგას ახალი წიგნი, ვალტერ ბენიამინის »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ«.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდა საგას ვორკშოპი »კინომონტაჟის ასპექტები« რეფერენტი: ჰანს ბელერი (კელნი).
გამოიცა საგას პირველი წიგნი, ჰანს ბელერის »კინომონტაჟის ასპექტები«.
სოსო დუმბაძემ დააარსა »საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.« (2013 წლამდე »არაკომერციული გამომცემლობა საგა«).