2021 | 05. ოქტომბერი | 15:00 საათიდან
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მარი ბროსეს ქუჩა 2,
0108 თბილისი
მომხსენებელი – ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
სა.გა.-ს და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანაორგანიზებით
მას შემდეგ, რაც ბერძნებმა აღმოაჩინეს ეროსის და თანატოსის ძალა თავიანთი დრამებისთვის, ეს ორი სახე მოგვიანებით კინოშიც გაჩნდა და დღემდე ფიგურირებს. ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ გვეხმარება ედითინგი და მონტაჟი ამ ორი კონცეპტის, ეროსის და თანატოსის, დამუშავებაში ფილმების თხრობისას. ათ კინო-მაგალითზე დავინახავთ ედითინგისა და მონტაჟის გავლენას კინოთხრობის ენაზე და წარმოვაჩენთ, თუ რატომ შეიმუშავა ჰოლივუდის კლასიკურმა კინომ, მაგალითად, »ღერძზე ნახტომის« სისტემა (coverage system) და მონაცვლეობითი მონტაჟი (cross cutting), ასევე, ინტეგრირებული ევროპული ავანგარდის ტექნიკა.