2017 | 06. ოქტომბერი - 20. ოქტომბერი | ყოველდღე, ორშაბათი დღის გარდა, 10-20 საათი
საქართველოს ეროვნული არქივი
საგამოფენო პავილიონი
ვაჟა-ფშაველას გამზ. 1 / პეკინის გამზ. 40
0177 თბილისი
გამომცემლები და კურატორები – სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
ორგანიზატორი – საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. და საქართველოს ეროვნული არქივი
პარტნიორები – არჩილ გელოვანის პირადი არქივი; გია გერსამისა პირადი არქივი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი; ლევან მეხუზლას პირადი არქივი; ლენფილმის ინფორმაციის და არქივის განყოფილება (სანქტ-პეტერბურგი); რუსეთის გოსფილმოფონდი (მოსკოვი); რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (მოსკოვი); საქართველოს ეროვნული არქივი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი; მანანა სისაურის პირადი არქივი; საჯარო ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე; მაია და გელა მიქაბერიძეების პირადი არქივი; ქეთევან წულაძის პირადი არქივი
ქართველ კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა, დუბლაჟის რეჟისორის და მხატვრის – კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ გამოფენის ხახსნაზე გაიმართება საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს მიერ გამოცემული წიგნის »კოტე მიქაბერიძე« პრეზენტაცია.
საგამოფენო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო და წერილობითი მასალა, ასევე, კოტე მიქაბერიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა ნაწილი საჯაროდ პირველად გამოიფინება.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება დარბაზში განთავსებულ მონიტორებზე ნახოს მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმების ყველა შემორჩენილი და ხელმისაწვდომი ასლი: »ჩემი ბებიას« (1929) გარდა, კინომოყვარულთა და პროფესიონალთა წრეებისთვის ნაკლებად არის ცნობილი მიქაბერიძის სხვა სარეჟისორო ნამუშევრები: »ჰასანი« (1932), »ქაჯეთი« (1936), »ფორპოსტი« (1941), »ალბანეთის დელეგაცია საქართველოში« (1952) და სხვა.
წიგნი პირველი მოცულობითი მონოგრაფიაა რეჟისორის შესახებ. მასში თავმოყრილია კოტე მიქაბერიძის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტები 14 სხვადასხვა არქივიდან. თავში »რეპრესია 1957-1959« წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი და მიქაბერიძის დაპატიმრებისა და გასამართლების დღემდე უცნობი დოკუმენტები.
დასწრება თავისუფალია