2013 | 30. სექტემბერი – 4. ოქტომბერი | ყოველი დღის 11 საათიდან
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16
0108 თბილისი
რეფერნტი – თომას ტოდე (ჰამბურგი)
კონცეფცია და ორგანიზატორი – სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
ეიზენშტეინის სახელობის კინოს კულტურის კვლევის ცენტრისა (მოსკოვი), ქალაქ მოსკოვის კინომუზეუმისა და გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით
სემინარის მსვლელობისას რეფერენტის მიერ გაანალიზდება 1920-30 წლების კინოავანგარდის მიზნები, პრობლემატიკა და აქტუალობა. ცენტრალურ ადგილს დაიკავებს საბჭოთა კინოავანგარდის წარმომადგენლების შემოქმედება. განიხილება კინოავანგარდის დამოკიდებულება იმდროინდელ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან და საბჭოთა ავანგარდის გავლენა-პარალელები გერმანულ და დასავლურ კინოავანგარდზე.
თომას ტოდე განიხილავს სერგეი ეიზენშტეინის, ძიგა ვერტოვის, იორის ივენსის, ბაუჰაუზის კინოხელოვანების, ვალტერ რუთმანის და სხვათა შემოქმედებას.
სემინარის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება ისეთი რეჟისორების ფილმებიდან ეპიზოდები, როგორებიც არიან – კრის მარკერი, ართავაზ პელეშიანი, მიხეილ კალატოზოვი და სხვა.
ექსკლუზიურად ამ სემინარისათვის ნაჩვენები იქნება თომას ტოდესა და მისი კოლეგების მიერ 2012 წელს ვენის ტექნიკურ მუზეუმში მოკვლეული, ფართო საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი 1930 წლის ავტორიზირებული ხმოვანი დედნის ფრაგმენტი სერგეი ეიზენშტეინის ფილმისა »ჯავშნოსანი პოტიომკინი«.
ყოველი დღის ბოლოს ჩატარდება თემატური ფილმის ჩვენება.
სემინარის სამუშაო ტექსტებია ქართულად პირველად ნათარგმნი კინოთეორიული ნაშრომების ახალი გამოცემები: ძიგა ვერტოვის »ადამიანი კინოაპარატით« და სერგეი ეიზენშტეინის »ინტელექტუალური მონტაჟი«. ამ წიგნების შეძენა შესაძლებელი იქნება შეღავათიან საგამომცემლო ფასად.
სემინარზე და კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.