english

ჰორკჰაიმერის და ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა« – თარგმანის პრეზენტაცია | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი)

მოხსენება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი

2025 | 06.04., 16:00

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16,
0108 თბილისი

რეფერენტი და მთარგმნელი – დევი დუმბაძე
 (ნიუ-იორკი)

ორგანიზატორი: საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. 

პარტნიორი: ისრაელის საელჩო საქართველოში

მაქს ჰორკჰაიმერის და თეოდორ ვ. ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა« (1944-47; 1969) კრიტიკული თეორიის ფუძემდებლური ნაშრომია. მისი მთავარი მიზანია ისტორიული, საზოგადოებრივი და ეპისტემოლოგიური პირობების კრიტიკა, რომლებმაც შესაძლებელი გახადა სინგულარული საზოგადოებრივი კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის განმანადგურებლური ანტისემიტიზმის სახით.

ამდენად, თავი »ანტისემიტიზმის ელემენტები« მისი ხშირად ასეთად შეუცნობელი ცენტრალური »ფილოსოფიური ფრაგმენტია.« წიგნის მთავარი თეზისი — განმანათლებლობის ცივილიზაციური პროცესი მითოსის განდევნით დაიწყო, თუმცა ბოლომდე განვითარებული განმანათლებლობა თავად მითოსსა და »ახალ ბარბაროსობას« უბრუნდება — აქ გაშლილია ანტისემიტიზმის, როგორც პოლიტიკური შეშლილობის კრიტიკად.

ერთი მხრივ, ანტისემიტიზმის ელიმინატორულ ფორმას, რომელიც ნაციონალურ-სოციალისტური გერმანიაში განხორციელდა, ვერ მოვწყვეტთ ზოგად საზოგადოებრივ პირობებს, რომლებიც მიმეტური ქცევის ჩახშობასა და ავტორიტარულ ხასიათში ინვიდის მიერ თვითდასახიჩრებას გასაგნებული კაპიტალის ლოგიკის განზოგადების შედეგად იწვევენ. მეორე მხრივ, ევროპელ ებრაელთა განადგურების სინგულარული მოვლენა მეორე მსოფლიო ომის დროს ვერაფრით ჯდება კაპიტალის ლოგიკის ჩარჩოებში და, ამდენად, მისი ახსნის მცდელ ისტორიის როგორც მარქსისტული, ისე »ბურჟუაზიული« თეორიების საფუძვლებსაც აქარწყლებს.

იმავე კრიტიკულ იმპულსს თავში »კულტურის ინდუსტრიის, როგორც მასების მოტყუების« შესახებ ავტორები იმ უკვე თითქმის ასიოდ წლის წინ განხორციელებული ტრანსფორმაციის ანალიზზე მიმართავენ, რომელმაც ხელოვნების შემოქმედებისა და მთლიანად კულტურის ინდუსტრიული წარმოებისა და მოხმარების წესზე გადასვლა გამოიწვია.

»კულტურა დღეს ყველაფერს მსგავსებით ამარცხებს«. — ხელოვნების ნაწარმოების ფორმის კანონი კულტურის ინდუსტრიის სქემატიზმმა ჩაანაცვლა. ფილმები, მუსიკა, სატელევიზიო შოუები და დღეს, სოციალური მედიაც, მიმეტური იმპულსის რეგლამენტაციისა და კონსტრუქციულ-რაციონალური პრინციპის სტანდარტიზაციის შედეგია, რის მიღმაც მხოლოდ არარეგლამენტირებულ გამოცდილებას თუ გავყავართ.

წიგნის მთარგნელი და მომხსენებელი დევი დუმბაძე გაუძღვება ნიუ-იორკიდან ონლაინ პრეზენტაციას და მოხსენებას.

პრეზენტაცია და მოხსენება გაიმართება ქართულ ენაზე.

თარიღი
დასახელება | პირი
აღწერა
06.04.2025
ჰორკჰაიმერის და ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა« – თარგმანის პრეზენტაცია | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი)
მოხსენება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი
2024, 30.09.-04.10.
მათიას მიულერი – REVISITATIONS. გერმანული თანამედროვე ექსპერიმენტული ფილმი | მათიას მიულერი (კელნი)
კინოსემინარი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო | კარინა კარაევა (პარიზი)
კინოსემინარი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, თბილისი
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები? | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის« | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი« | ელენა ვოგმანი (ბერლინი)
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან« | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«? | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე« | რეზო კვესელავა (თბილისი), სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
EN