english

ტრანსფორმაციის სივრცეებისკენ | თესა კნაპი (კელნი)

ვორკშოპი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი

2025, 7.10., 13:00-17:00

გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16,
0108 თბილისი

რეფერენტი – თესა კნაპი (კელნი)

ორგანიზატორი: საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.
პარტნიორობა: აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა (AVA), GIPA და ალანუსის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი

თესა კნაპი არის ხელოვანი და პროფესორი, რომელიც სპეციალიზირებულია დროსა და სივრცეზე დაფუძნებულ მედია ხელოვნების სფეროში. ლექციაზე ის განიხილავს საკითხს, თუ როგორ შეუძლია მხატვრულ შემოქმედებას აღწეროს და წარმოქმნას, ინიცირება მოახდინოს ტრანსფორმაციული ძალებისა მედია-კრიტიკულ, სოციალურ-პოლიტიკურ და ინტროსპექტიულ სივრცეებში.

ლექციის მსვლელობისას, თესა კნაპი გაგვიზიარებს საკუთარი შემოქმედებითი პროცესის გამოცდილებას, რაც მოიცავს პერფორმანსულ, მონაწილეობით და ინტერმედიურ პრაქტიკებს, ასევე, მოძრავ სურათებს, ხმას, ტექსტს, სინათლეს, სხეულს და სივრცეს.


ლექციის დასასრულს გაიმართება სტუდენტების ნამუშევრების პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება დროსა და სივრცეზე დაფუძნებული ხელოვნების ვიდეოგრაფიული, სკულპტურული და პერფორმაციული მიდგომები. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება გერმანიაში, ალანუსის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, თესა კნაპის კურატორობით შექმნილი ორი ვიდეოპოგრმა.

სამუშაო ენა – ინგლისური
დასწრება თავისუფალია!

თარიღი
დასახელება | პირი
აღწერა
2025, 7.10.
ტრანსფორმაციის სივრცეებისკენ | თესა კნაპი (კელნი)
ვორკშოპი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი
2025, 17.06.
მოდერნულობა-პოსტმოდერნულობა / ტრანზიცია-ტრანსფორმაცია | ევა კრაუსი (ბონი)
მოხსენება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი
2025, 06.04.
ჰორკჰაიმერის და ადორნოს »განმანათლებლობის დიალექტიკა« – თარგმანის პრეზენტაცია | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი)
მოხსენება საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი
2024, 30.09.-04.10.
მათიას მიულერი – REVISITATIONS. გერმანული თანამედროვე ექსპერიმენტული ფილმი | მათიას მიულერი (კელნი)
კინოსემინარი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, თბილისი
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო | კარინა კარაევა (პარიზი)
კინოსემინარი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, თბილისი
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები? | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის« | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი« | ელენა ვოგმანი (ბერლინი)
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან« | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«? | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე« | რეზო კვესელავა (თბილისი), სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
EN