თენგიზ ირემაძე, დაბადებული 1973 წელს სოხუმში, პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიში ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. 2003 წელს, ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია), დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2006-2009 წწ. იგი იყო სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. იგი არის ოთხი მონოგრაფიის (გერმანულ და ქართულ ენებზე) ავტორი. ირემაძე არის »სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედიის« ერთ-ერთი ავტორი და რამდენიმე ფილოსოფიურ-ლიტერატურული საზოგადოების საპატიო წევრი. ირემაძის მთავარი ნაშრომებია: »Konzeptionen des Denkens im Neuplatonismus. Zur Rezeption der Proklischen Philosophie im deutschen und georgischen Mittelalter: Dietrich von Freiberg – Berthold von Moosburg – Joane Petrizi« (Bochumer Studien zur Philosophie, Bd. 40; Amsterdam – Philadelphia 2004; in deutscher Sprache); ფრიდრიხ ნიცშე. »ესე იტყოდა ზარატუსტრა«: ტექსტი და კონტექსტი, გამომცემლობა »ნეკერი«, თბილისი, 2006; Der Aletheiologische Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neuen Denkansaetze, Publishing House »Nekeri«, Tbilissi 2008; ვალტერ ბენიამინი: ცხოვრება, მოღვაწეობა, აქტუალობა, გამ. იქვე, თბილისი, 2008.