english

სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935

სერგეი ეიზენშტეინი თვლიდა, რომ არცერთი საყოველთაოდ მიღებული აკადემიური მეთოდი არ გამოდგება სარეჟისორო ოსტატობის სწავლებისთვის. ვგიკ-ში მისი სემინარების საფუძველი გახდა პრაქტიკუმი – სარეჟისორო გადაწყვეტების მონახვა, იქნება ეს მიზანსცენის პლანირება, მისი ფერების, განათების მხრივ, თუ რაიმე ჟანრული გადაწყვეტა – ჯგუფური მუშაობის დროს. ეიზენშტეინი იძლეოდა ამოცანას – ფაქტობრივად გამოცანას; სტუდენტები სთავაზობდნენ ვარიანტებს, რომლებიც იქვე ანალიზდებოდა და დისკუსიის საგანი ხდებოდა. და ეიზენშტეინი, უპირისპირებდა რა ამ გზით ერთმანეთს აუდიტორიის პასუხებს, აჩვენებდა, თუ როგორ მოიძებნება კომპოზიციური ახსნა. ასე აშკარად, ცაიტლუპის მეშვეობით, იგი უჩვენებდა სტუდენტებს გამოგონების პროცესის მსვლელობას და, იმავდროულად, ამ პროცესის გაცნობიერებას უწყობდა ხელს. რეჟისურის სწავლა, თვლიდა ის, ნებისმიერისთვისაა შესაძლებელი, ოღონდ, ერთს ამისთვის დასჭირდება ორი წელი, მეორეს კი – ორასი.

აქ წარმოდგენილი სემინარების სტენოგრამების სიმოკლე გადმოსცემს სარეჟისორო სახელოსნოში სოკრატული დიალოგების დინამიკას და დაძაბულობას, ეიზენშტეინის მიერ კოლეგების ნამუშევრების მკვეთრ შეფასებებს, საკუთარი შეცდომების ანალიზს და სტუდენტთა ნამუშევრების ზედმიწევნით განხილვას.

გამოცემას თან დართული აქვს, წიგნის შემდგენელის, გერმანელი პროფესორის ოქსანა ბულგაკოვას ბოლოსიტყვაობა.

ავტორი: სერგეი ეიზენშტეინი

გამომცემელიოქსანა ბულგაკოვა

ენა: რუსული

მოცულობა: 357 გვერდი

ფორმატი: A5

გამოცემის წელი: 2017, (2019)

ISBN: 9789941274121

წელი
სათაური
ავტორი
2023
ქართული როგორც მეორე ენა. სახელმძღვანელო
რუსუდან ასათიანი
2022
»სვანეთი« და სხვა ნარკვევები საქართველოზე
სერგეი ტრეტიაკოვი
2020
ფილმი და ტექსტი
დავიდ ვიტენბერგი
2019
ესთეტიკური თეორია
თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო
2018
კოტე მიქაბერიძე (ინგლისურენოვანი)
სოსო დუმბაძე
ნინო ძანძავა
2017
სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935
სერგეი ეიზენშტეინი
2017
კოტე მიქაბერიძე
სოსო დუმბაძე
ნინო ძანძავა
2016
ლუთერული წერილები
პიერ პაოლო პაზოლინი
2015
პოლიტიკური ესეი ფილმი
კრის მარკერი
თომას ტოდე
ჰარუნ ფაროკი
2015
იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება
დევი დუმბაძე
2013
ქართული კინოს წარსულიდან
გერმანე გოგიტიძე
2013
ინტელექტუალური მონტაჟი
სერგეი ეიზენშტეინი
2013
ადამიანი კინოაპარატით
ძიგა ვერტოვი
2012
განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები
თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო
მაქს ჰორკჰაიმერი
2010
ქარის მხარდამხარ
აბას ქიაროსთამი
2008
კაგდატა ინ ჯორჯია
აკა მორჩილაძე
2008
მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე
რეზო კვესელავა
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაცია
2007
ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ
ვალტერ ბენიამინი
2006
კინომონტაჟის ასპექტები
ჰანს ბელერი
EN