გერმანე გოგიტიძე (1886-1960) 1925 წელს ბერლინში ვიზიტისას კითხვით მიმართავს გერმანელ კინოკლასიკოს ფრიც ლანგს – გადაიღებს თუ არა იგი »ვეფხისტყაოსანს«? გამოცემა აერთიანებს გოგიტიძის გამოუქვეყნებელი კინომემუარების თარგმანს, კრიტიკულ წერილებს და საარქივო მასალებს 19 ფოტოთი. გამოცემას დართული აქვს გოგიტიძის სრული ბიოგრაფია, რომელიც აღწერს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობ ფაქტებს. წიგნი არის პირველი მონოგრაფია ქართული კინოწარმოების პიონერზე და იგი უფრო ახლოს გვაცნობს ქართული კინოს ისტორიის საწყის ეტაპებს.
ავტორი: გერმანე გოგიტიძე
გამომცემელი: სოსო დუმბაძე
რუსული ნაწილის თარგმანი: კონსტანტინე დუმბაძე
ენა: ქართული
მოცულობა: 296 გვერდი
ფორმატი: A6
გამოცემის წელი: 2013
ISBN: 978-9941-0-5910-0
ჯიბის წიგნის სერია 9