»ესთეტიკური თეორია« გერმანელი ფილოსოფოსის, თეოდორ ვ. ადორნოს, ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე, მნიშვნელოვანი ნაშრომია. ის 1970 წელს, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა. წინამდებარე გამოცემა ამ მე-20 საუკუნის ფილოსოფიური ესთეტიკის კრიტიკული ნაშრომის პირველი ქართული თარგმანია. წიგნში ადორნო თანამედროვე საზოგადოების საკუთარ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ კრიტიკას განავრცობს პრატაქტიკულ სტილში ჩამოყალიბებული არგუმენტით: რადგან ისტორიულად ფორმირებული ინსტრუმენტული გონება თავად შეზღუდულია, მისი თეორიაც, როგორც ასეთი, თავად უნდა შეიცვალოს – გახდეს ესთეტიკური. ეს კი ნიშნავს: ესთეტიკური გამოცდილება, არარეგლამენტირებული მიმეზისის ფორმა, რომელიც შესაძლებელი რჩება როგორც მოდერნის ხელოვნებაში, ისე ბუნების მშვენიერის შემთხვევაში, უნდა აღიწეროს როგორც საქონლური საზოგადოების ყოვლადმყოფი გონების კრიტიკის ფორმა. წიგნში განხილულია თანამედროვე ხელოვნების სიტუაცია, დამკვიდრებული ხელოვნების თეორიების კრიტიკა, ბუნების და ხელოვნების მშვენიერის, მოვლენის, უშნოსა და დისონანსის, მოჩვენების და გამოხატულების, ხელოვნების მეტაფიზიკური ჭეშმარიტების შიდაარსის, სიმწყობრის და საზრისის, სუბიექტ-ობიექტის ცნებები; ასევე, თეორიები ხელოვნების ნაწარმოებების და ხელოვნების საწყისის შესახებ, ხელოვნების და საზოგადოების ურთიერთობა. წიგნს ახლავს მთარგმნელისა და გამომცემლის, დევი დუმბაძის, კრიტიკული ბოლოსიტყვაობა »ხელოვნება და ხსნა«.
ავტორი: თეოდორ ვ. ადორნო
გამომცემელი: დევი დუმბაძე
თარგმანი: დევი დუმბაძე
ენა: ქართული
მოცულობა: 464 გვერდი
ყდა: რბილი
ფორმატი: A5
ზომები: 23 x 16 სმ
წონა: 0.63 კგ
გამოცემის წელი: 2019
ISBN: 978-9941-8-2394-7
სარჩევი და ნაწყვეტი წიგნიდან: PDF (1,7 MB)