გამოცემა წარმოადგენს პირველ სრულ მონოგრაფიას ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, დუბლაჟის რეჟისორისა და მხატვრის – კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ.
ქართული კინოავანგარდის ცენტრალური ფილმის »ჩემი ბებია« (1929) რეჟისორს განსხვავებული სტილის, ფორმისა და ესთეტიკის კიდევ შვიდი სხვა კინოსურათი ეკუთვნის. ამასთანავე, მას მრავალი განუხორციელებელი პროექტი დარჩა.
თავში »რეპრესია 1957-1959« წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი კოტე მიქაბერიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი, დაჭერისა და გასამართლების ამსახველი დოკუმენტაცია.
წიგნის შემდგენელ-გამომცემლებმა, ნინო ძანძავამ და სოსო დუმბაძემ ოთხწლიანი კვლევის შედეგად დაამუშავეს 14 სხვადასხვა არქივის 7.000-მდე საარქივო ფურცელი.
გამოცემაში დაბეჭდილია 76 საარქივო დოკუმენტი და 300-ზე მერი სხვადასხვა სახის შავ-თეთრი და ფერადი რეპროდუქცია: ფოტოსურათები, კადრები კინოფილმებიდან, შარჟები, ნახატები და სხვა.
გამომცემელი: სოსო დუმბაძე, ნინო ძანძავა
თარგმანი: თამარ ბაკურაძე, ლევან ლომსაძე, გეორგ ფელიქს ჰარშ
რედაქტორი: მოლი კორზო, პამელა რენერი, ინგე სნიპ
კორექტურა: მიშელ გავინი, გაბრიელე მაკპაულ-გლარიერ
ენა: ინგლისური
მოცულობა: 506 გვერდი
ყდა: რბილი
ფორმატი: A5
ზომები: 17 x 3,4 x 20 სმ
წონა: 0.88 კგ
გამოცემის წელი: 2018
ISBN: 9789941804274
სარჩევი: PDF (307 KB)
შეძენა: ბეჭდური წიგნი