»განმანათლებლობის დიალექტიკა« (1944-1947, 1969) »ფრანკფურტის სკოლის« კრიტიკული თეორიის ყველაზე დიდი გავლენის მქონე ნაშრომია. წიგნში მოცემულია თანამედროვე საზოგადოების ძირეული კრიტიკა. ცივილიზაციის განვითარების ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულია მითოსიდან განმანათლებლობის წარმოშობა და განმანათლებლობის მითოსისკენვე შემობრუნება. ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე სუბიექტის, მისი »თვითის«, ფორმირების ფილოსოფიურ თავდაპირველ ისტორიას და განიხილავს ზნეობრიობისა და უზნეობის თანხვედრას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ წიგნში განხილულია კულტურის ინდუსტრიის მეშვეობით ადამიანთა მასობრივი მოტყუების მექანიზმები. ასევე, გაანალიზებულია განმანათლებლობის საზღვრები, რომლებსაც, ნაციონალსოციალიზმში განხორციელებული კატასტროფის შედეგად, ანტისემიტიზმის ელემენტები წარმოადგენენ.
პირველ ქართულ თარგმანს თან ახლავს დევი დუმბაძის ნარკვევი »განმანათლებლობა და კატასტროფა. რატომ არის 'განმანათლებლობის დიალექტიკა' აქტუალური«.
ავტორი: თეოდორ ვ. ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი
გამომცემელი: დევი დუმბაძე, თენგიზ ირემაძე
თარგმანი გერმანულიდან: დევი დუმბაძე
ენა: ქართული
მოცულობა: 454 გვერდი
ფორმატი: B6
გამოცემის წელი: 2012
ISBN: 978-9941-0-44977
ნაწყვეტი წიგნიდან: PDF (283 KB)
რეცენზია: ონლაინ-ჟურნალი »ჯენარიელო«, თბილისი, 2016, PDF (87 KB)
შეძენა: ბეჭდური წიგნი