english

მარგინალური კინო | კარინა კარაევა (პარიზი)

კინოსემინარი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, თბილისი

2023 | 23.-25. ოქტომბერი | 12:00-17:00 საათი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
ჩახრუხაძის I შესახვევი,
თბილისი 0105

მომხსენებელი – კარინა კარაევა (პარიზი)

საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს ორგანიზებული სემინარი, École normale supérieure-ს (პარიზი) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დაფინანსებით და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მონაწილეობით

კინოს მარგინალიზაცია სათავეს იღებს ლუის ბუნიუელისა და სალვადორ დალის ფილმში »Un chien andalou«, განსაკუთრებით კი, რენე კლერის »Entr'acte«-ში რეალიზებული სიურეალისტური ექსპერიმენტებიდან.

»მარგინალური კინოს« პროგრამა არის არატიპიური ფილმებისა და ვიდეოების ანალიზის მცდელობა. ანტინარატიულობა ასეთი ფილმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპია. ანტინარატიულობა ტენდენცია კი არ არის, არამედ მხატვრული ინტერესების გადანაცვლების დაკვეთილი ვექტორი. სინამდვილეში, კონტრნარატივი არის თხრობასთან ურთიერთქმედების ისეთი ფორმა, როდესაც ის იქცევა ვიზუალური ტექსტის დისკრეტული მატრიცის ნაწილად. ამ აზრით, ნებისმიერი მხატვრული ტექსტი იქცევა პირობით სიუჟეტად, რომლის საზღვრები და მნიშვნელობა უკავშირდება მის მუდმივ გადასვლას პირობითობასა და ფორმალურობაში. სწორედ აქ ვლინდება საინტერესო ასპექტი, რომელიც ჩნდება იმის გამო, რომ ასეთ გადასვლა-მონაცლეობას მოაქვს გამოსახულების თავისებური, შეცვლილი მრავალეკრანიანი მნიშვნელობა. ანტინარატიულობა აერთიანებს მხატვრების ნამუშევრებს იმ პრინციპით, რომ თითოეულ მათგანს თემისადმი თავისებური დისკურსული მიდგომა შემოაქვს. ესთეტიკური ინტერესი დრამატურგიის რღვევისადმი, ხელოვნების ვიზუალური ნაწარმოების წარმოდგენისადმი სხვადასხვა იდეების, მეთოდების, წარმონაქმნების, ენების კომბინაციების ერთიანი არტიკულაციით, მივყავართ ახალი ეპოქის მანიფესტაციამდე, რომელიც ნარატივის და სიუჟეტური ნიშნების მკაფიო სისტემის მიღმაა.

თეოდიულ რიბო ნაშრომში »შემოქმედებითი წარმოსახვა« სვამს მხატვრული ტექსტის აღქმის პრობლემას, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება მაყურებლის წარმოსახვას, გამომდინარეობს აღმქმელის წარმოსახვიდან (ამდენად, მაყურებლის შთაბეჭდილება წარმოადგენს შუალედურ სტადიას ნაწარმოებში ავტორისეულ ცნობიერებასა და ავტორის ტექსტის დამოუკიდებელ ცხოვრებას შორის). ერთმანეთს ეჯახება ავტორის გონების მდგრადობა და მაყურებლის გონების არამდგრადობა. სრულყოფილი ნაწარმოები ხშირად განწირულია დარჩეს გაუგებარი. მაყურებლის გონების მდგრადობის და ავტორის გონების არამდგრადობის მდგომარეობისას, პირველ მათგანს სთავაზობენ გახდეს მონაწილე, დაიკავოს მხატვრის პოზიცია. მერლო-პონტის თვალსაზრისით, რომელიც გადმოცემულია სტატიაში »კინო და ახალი ფსიქოლოგია« –, »ანალიტიკური აღქმა, რომელიც იზოლირებული ელემენტების აბსოლუტურ ღირებულებაზე მიგვანიშნებს, შეესაბამება გვიანდელ და განსაკუთრებულ პოზიციას – მეცნიერის პოზიციას, რომელსაც უკავია დამკვირვებლის, ანუ განაზრების მდგომარეობის პოზაში მყოფი ფილოსოფოსის პოზიცია. ფორმების აღქმა, ფართო გაგებით – სტრუქტურების, ერთობლიობებისა და/ან კონფიგურაციებისა – უნდა განიხილებოდეს როგორც აღქმის საკუთარი, სპონტანური ხერხი. « (იხ. »კინო და ახალი ფსიქოლოგია«).

სემინარზე განსახილველი ფილმების სია:

1) Nicolas Rey, Autrement, la Molussie, 2012, 81’

2) Fernand Deligny, Lе moindre geste, 1971, 96’

3) Marie Losier, Tony Conrad, Dreaminimalist, 2008, 27’

4) Muito Romantico, Distruktur, 2016, 72'

5) Dmitry Bulnygin, The Flowers, 2009, 5'

6) Yves-Marie Mahé, Touch moi pas!, 2011, 2’

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია!

თარიღი
დასახელება | პირი
აღწერა
2024, 30.09.-04.10.
მათიას მიულერი – REVISITATIONS. გერმანული თანამედროვე ექსპერიმენტული ფილმი | მათიას მიულერი (კელნი)
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო | კარინა კარაევა (პარიზი)
კინოსემინარი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, თბილისი
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები? | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის« | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი« | ელენა ვოგმანი (ბერლინი)
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან« | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«? | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე« | რეზო კვესელავა (თბილისი), სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი