english

მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები?

კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი

2022 | 07.-10. ნოემბერი | 12:00-17:00 საათიდან

გოეთეს ინსტიტუტი საქართველო,
მიხეილ ზანდუკელის ქ. 16. 

0108 თბილისი


ფრონტ-ლაინ კლუბი,
ლადო ასათიანის ქ. 62
0105 თბილისი


მომხსენებელი – ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)

საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ღონისძიება.


90-იანი წლების ციფრული შემობრუნების (Digital Turn) შემდეგ, ციფრული მონტაჟის სისტემების შესაძლებლობების წყალობით, მემონტაჟეთა სამუშაო რადიკალურად შეიცვალა: როგორია დღეს მონტაჟის ტექნიკური, შემოქმედებითი და დრამატურგიული სტრატეგიები? კლასიკური ფილმის მონტაჟის რა გამოცდილებაა ჯერ კიდევ ძალაში? აქამდე ხელშეუხებელი რომელი წესები მოძველდა, მაგ. ჰოლივუდის ერთგულება ილუზიონისტური „უხილავი ჭრისადმი“? როგორ შეცვალა მაყურებლის ჩვევები უხეშმა ჭრამ (rough cuts), პირდაპირმა მონტაჟმა (direct editing) და ნახტომიანმა ჭრამ (jump cuts)? შეიცვალა თუ არა კლასიკური დრამატურგია, მაგალითად, ეროსსა და თანატოსს შორის, ტექნოლოგიური ინოვაციების გამო? როგორ რეაგირებს დღევანდელი სამონტაჟო შაბლონები კამერის მოძრაობის შეცვლილ მახასიათებლებზე ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას, როგორებიცაა GoPro, მულტიკოპტერული კამერები (დრონები) და „კამერის გარეშე გენერირებული გამოსახულება“ (non camera generated images)? როგორ შეიცვალა ჭრის სიხშირე ბოლო წლებში, რა ბედი ეწია „სამონტაჟო გრიგალებს“? როგორ ზემოქმედებს სცენურ (მხატვრულ) და დოკუმენტურ (არამხატვრულ) მედიათა კვეთა ავთენტურობისა და „ყალბი ამბების“ (fake news) შესახებ დისკუსიაზე როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ სფეროში (საუბარია მიმდევრობების მიკროანალიზზე)?

კლასიკური და ახალი მონტაჟის მეთოდების შედარების გზით, რომელიც კინოსა და ტელევიზიის ისტორიიდან და სხვა პლატფორმებიდან ფილმების ნაწყვეტების განხილვას და მათი ზემოქმედების ანალიზს ეფუძნება, სემინარი აღრმავებს თეორიულ ცოდნას და ავითარებს შემოქმედებით უნარებს. ის გამიზნულია ყველა დაინტერესებული მედიაპროფესიონალისთვის, ვისი მოტივაციაც სცილდება სამონტაჟო პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას, ვინც არ აძლევს პროგრამულ უზრუნველყოფას მზა სამონტაჟო გადაწყვეტილებების (editing solutions) კარნახის შესაძლებლობას და სურს თავად, საკუთარი შემოქმედებითი ენერგიით შექმნას დროზე დაფუძნებული მედია (time based Media). საუბარია ექსპერიმენტების სიხარულსა და მონტაჟის ხელოვნებაზე.

სემინარის ბოლოს, გავანალიზებთ სტუდენტებისა და მონაწილეების მიერ შექმნილი ფილმების დაახლოებით 7-10 წუთიან ნაწყვეტებს. ვორკშოპის ხელმძღვანელია პროფ. ჰანს ბელერი

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია!

თარიღი
დასახელება
სახეობა
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო
კინოსემინარი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები?
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის«.
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან«
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი