english

მარგინალური კინო

N.N.

2023 | 23.-25. ოქტომბერი | 12:00-17:00 საათიდან

(სემინარის ჩატარების ადგილი N.N.)

მომხსენებელი – კარინა კარაევა (პარიზი)

საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს ორგანიზებული სემინარი, École normale supérieure, პარიზი დაფინანსებით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მონაწილეობით

კინოს მარგინალიზაცია სათავეს იღებს ლუის ბუნიუელისა და სალვადორ დალის »Un chien andalou«-ში და განსაკუთრებით რენე კლერის »Entr'acte«-ში ექსპერიმენტებიდან.

მარგინალური კინოს პროგრამა არის ატიპიური ფილმებისა და ვიდეოების ანალიზის მცდელობა. ანტინარატიულობა ასეთი ფილმის ერთ-ერთი პრინციპია. ანტინარატიულობა არ არის ტენდენცია, არამედ მხატვრული ინტერესების გადაადგილების მოცემული ვექტორი. სინამდვილეში, კონტრნარატივი არის თხრობასთან ურთიერთქმედების ისეთი ფორმა, როდესაც ის ხდება ვიზუალური ტექსტის დისკრეტული მატრიცის ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი მხატვრული განცხადება იქცევა პირობით სიუჟეტად, რომლის საზღვრები და მნიშვნელობა დაკავშირებულია მის მუდმივ გადაადგილებასთან პირობითობაში.

ფორმალობა. სწორედ აქ ჩნდება საინტერესო ასპექტი, იმის გამო, რომ ოფსეტს მოაქვს გამოსახულებას სპეციალური შეცვლილი მრავალეკრანიანი მნიშვნელობა. ანტინარატიულობა აერთიანებს მხატვრების ნამუშევრებს იმ პრინციპით, რომ თითოეული მათგანი ავლენს თავისებურ დისკურსიულ მიდგომას თემისადმი. ესთეტიკური ინტერესი დრამატურგიის განადგურებისადმი, ხელოვნების ვიზუალური ნაწარმოების არტიკულაციისადმი სხვადასხვა იდეების, მეთოდების, წარმონაქმნების, ენების ერთობლიობაში იწვევს ახალი ეპოქის მანიფესტს ნარატივის მიღმა და სიუჟეტური ნიშნების მკაფიო სისტემაში.

თეოდიულ რიბო ნაშრომში »შემოქმედებითი წარმოსახვა« სვამს მხატვრული ტექსტის აღქმის პრობლემას; რომელიც უშუალოდაა დამოკიდებული მაყურებლის წარმოსახვაზე, გამომდინარეობს წარმოსახვიდან (ამდენად, მაყურებლის შთაბეჭდილება წარმოადგენს შუალედურ სტადიას ნაწარმოებში ავტორისეულ ცნობიერებასა და ავტორის ტექსტის დამოუკიდებელ ცხოვრებას შორის). ერთმანეთს ეჯახება ავტორის გონების მდგრადობა და მაყურებლის გონების არამდგრადობა. სრულყოფილი ნაწარმოები არაიშვიათად განწირულია დარჩეს გაუგებარი. მაყურებლის გონების მდგრადობის და ავტორის გონების არამდგრადობის მდგომარეობისას, პირველ მათგანს სთავაზობენ გახდეს მონაწილე, დაიკავოს მხატვრის პოზიცია. მერლო-პონტის თვალსაზრისით, რომელიც გადმოცემულია სტატიაში »კინო და ახალი ფსიქოლოგია«, – ანალიტიკური აღქმა, რომელიც იზოლირებული ელემენტების აბსოლუტურ ღირებულებაზე მიგვანიშნებს, შეესაბამება გვიანდელ და განსაკუთრებულ პოზიციას; მეცნიერის პოზიციას, დაკავებულს დაკვირვების, ანუ განაზრების მდგომარეობის პოზიციაში მყოფი ფილოსოფოსისა. ფორმების აღქმა, ფართო გაგებით, სტრუქტურების, ერთობლიობების ან კონფიგურაციებისა – უნდა განიხილებოდეს როგორც აღქმის დამახასიათებელი ან სპონტანური ხერხი“. (»კინო და ახალი ფსიქოლოგია«, მთარგმნელი მიხ. იამპოლსკი).

ფილმების სია:

1) Nicolas Rey. Autrement, la Molussie. 2012. 81’

2) Fernand Deligny. Lе moindre geste. 1971. 96’

3) Marie Losier. Tony Conrad. Dreaminimalist. 2008, 27’

4) Muito Romantico. Distruktur. 2016

5) Dmitry Bulnygin. The Flowers. 2009

6) Yves-Marie Mahé. Touch moi pas! 2011. 2’

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია!

თარიღი
დასახელება
სახეობა
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო
N.N.
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები?
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის«.
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან«
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი