english

კოტე მიქაბერიძე

გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი

2017 | 06. ოქტომბერი - 20. ოქტომბერი | ყოველდღე, ორშაბათი დღის გარდა, 10-20 საათი


საქართველოს ეროვნული არქივი
საგამოფენო პავილიონი
ვაჟა-ფშაველას გამზ. 1 / პეკინის გამზ. 40
0177 თბილისი


გამომცემლები და კურატორები – სოსო დუმბაძე (კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)

ორგანიზატორი – საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. და საქართველოს ეროვნული არქივი

პარტნიორები – არჩილ გელოვანის პირადი არქივი; გია გერსამისა პირადი არქივი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი; ლევან მეხუზლას პირადი არქივი; ლენფილმის ინფორმაციის და არქივის განყოფილება (სანქტ-პეტერბურგი); რუსეთის გოსფილმოფონდი (მოსკოვი); რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა (მოსკოვი); საქართველოს ეროვნული არქივი; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი; მანანა სისაურის პირადი არქივი; საჯარო ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე; მაია და გელა მიქაბერიძეების პირადი არქივი; ქეთევან წულაძის პირადი არქივი

ქართველ კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა, დუბლაჟის რეჟისორის და მხატვრის – კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ გამოფენის ხახსნაზე გაიმართება საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს მიერ გამოცემული წიგნის »კოტე მიქაბერიძე« პრეზენტაცია.

საგამოფენო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო და წერილობითი მასალა, ასევე, კოტე მიქაბერიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა ნაწილი საჯაროდ პირველად გამოიფინება.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება დარბაზში განთავსებულ მონიტორებზე ნახოს მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმების ყველა შემორჩენილი და ხელმისაწვდომი ასლი: »ჩემი ბებიას« (1929) გარდა, კინომოყვარულთა და პროფესიონალთა წრეებისთვის ნაკლებად არის ცნობილი მიქაბერიძის სხვა სარეჟისორო ნამუშევრები: »ჰასანი« (1932), »ქაჯეთი« (1936), »ფორპოსტი« (1941), »ალბანეთის დელეგაცია საქართველოში« (1952) და სხვა.

წიგნი პირველი მოცულობითი მონოგრაფიაა რეჟისორის შესახებ. მასში თავმოყრილია კოტე მიქაბერიძის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტები 14 სხვადასხვა არქივიდან. თავში »რეპრესია 1957-1959« წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი და მიქაბერიძის დაპატიმრებისა და გასამართლების დღემდე უცნობი დოკუმენტები.

დასწრება თავისუფალია

თარიღი
დასახელება
სახეობა
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო
N.N.
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები?
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის«.
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან«
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი