კრიტიკული თეორიის მიზანია, გაანალიზოს იმის პირობები, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს საზოგადოება საუკეთესოსკენ. წარსულში ხშირად კრიტიკული საქმიანობა დაიყვანებოდა შრომის გათავისუფლების მოთხოვნაზე. ადორნოს თანახმად, გათავისუფლება უნდა მოიცავდეს შრომისგან გათავისუფლებასაც, რათა დამყარდეს ისეთი პირობები საზოგადოებაში, რომ ყველამ შეძლოს საკუთარი გამოცდილების განვითარება ძალდატანებისა და რეგლამენტის გარეშე. თუ იდეოლოგიამ საგნობრივი ხასიათი მიიღო, მას უპირისპირდება არარეგლამენტირებული გამოცდილების მოთხოვნა, მისთვის ბრძოლა კი ნიშნავს საუკეთესოსკენ სწრაფვას.
გამოცემას დართული აქვს თეოდორ ვ. ადორნოს ტექსტი »თეზისები მოთხოვნილების შესახებ«.
ავტორი: დევი დუმბაძე
გამომცემელი: სოსო დუმბაძე
გერმანული ნაწილის თარგმანი: დევი დუმბაძე
ენა: ქართული
მოცულობა: 149 გვერდი
ფორმატი: A6
გამოცემის წელი: 2015
ISBN: 978-9941-0-7371-7
ჯიბის წიგნის სერია 10