ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება

სემინარ-ვორკშოპი

07.-09.05.2007 


გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16
0108 თბილისი


რეფერენტები – დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)
ორგანიზატორი – სოსო დუმბაძე (კელნი)


ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მედიის მეცნიერების ინსტიტუტსა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებასთან თანამშრომლობით

2007 წელს სრულდება ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის, დაბადებიდან 115 წელი. ვალტერ ბენიამინი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანულენოვანი თეორეტიკოსი და მოაზროვნეა. 1960-იან წლებში მისმა შრომებმა ხელახალი აქტუალობა შეიძინა და მას შემდეგ დღემდე ამოუწურავ წყაროდ რჩება ისეთ სფეროთათვის, როგორიცაა კრიტიკული კულტურის თეორია, მედიის თეორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორიის ფილოსოფია და სხვა. »ფრანკფურტის სკოლასთან« აქტიურ კონტაქტში მყოფ ამ დიაგნოსტიკოსსა და კრიტიკული თეორიის ავტორს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ.

სემინარის მონაწილეებს უსასყიდლოდ დაურიგდათ ვალტერ ბენიამინის ორი ცენტრალური ნაშრომის პირველი ქართული თარგმანის გამოცემა – »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ«.

თარიღი
დასახელება
სახეობა
2019, 30.09.-05.10.
კლოდ ლანცმანი – ფილმი »შოა«
სემინარი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე (ინგლისურენოვანი)
წიგნის პრეზენტაციები
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«
მოხსენება
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი
სემინარი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში
სემინარი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის
სემინარი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან«
წიგნის პრეზენტაცია
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«
წიგნის პრეზენტაცია
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება
სემინარ-ვორკშოპი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები
ვორკშოპი