მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ცნობილი ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის (1892-1940), ორ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს: »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-1936) და »ისტორიის ცნების შესახებ« (1940).
პირველი წერილი ხელოვნების ნაწარმოების »აურის« დაკარგვის ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენას ტექნიკური რეპროდუცირების პირობებით განსაზღვრავს. ამ ტექსტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 1960-იან წლებში და ის ფაქტობრივად იქცა მოწოდებად ხელოვნება გამოეყენებინათ არა ფაშისტური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ემანსიპაციის მიზნით.
თეზისები »ისტორიის ცნების შესახებ« თავისებურად აჯამებს მსჯელობას ისტორიული მატერიალიზმის დანიშნულებაზე იმდროინდელი არაორთოდოქსული მარქსიზმის ფარგლებში.
გამოცემას ახლავს გერმანელი კინომცოდნის ქრისტოფ ჰესეს ანალიტიკური ტექსტი: »ვალტერ ბენიამინი და ფრანკფურტის სკოლა«.
ავტორი: ვალტერ ბენიამინი
გამომცემელი: დევი დუმბაძე, სოსო დუმბაძე
თარგმანი გერმანულიდან: დევი დუმბაძე
ენა: ქართული
მოცულობა: 115 გვ.
ფორმატი: A6
გამოცემის წელი: 2007, (2013)
ISBN: 978-99940-68-58-6
ჯიბის წიგნის სერია 2