პიერ პაოლო პაზოლინის წიგნის »ლუთერული წერილები« (1976) მთავარი თემებია გენდერული დისკრიმინაცია საზოგადოებაში და ჰომოფობია, (ახალგაზრდების) კრიმინალიტეტი, ოპორტუნიზმი სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, ძალაუფლების პოლუსთა ცვალებადობა, ტოტალიტარული თუ რეპრესიული ხელისუფლების ახალი ფორმებით ჩანაცვლება, კონსუმერული ღირებულებების (თუ ანტიღირებულებების) დამკვიდრება, ადამიანების როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური გარდაქმნა. ეს გამოწვევები, რომელთა წინაშეც იტალიის საზოგადოება დაახლოებით 50 წლის წინ იდგა, პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის უაღრესად აქტუალურია.
პაზოლინის ჟურნალისტური სტატიების ეს კრებული მკითხველს თანამედროვე ქართული საზოგადოების პრობლემების გააზრებასა და ანალიზში დაეხმარება. ის იქნება ერთგვარი რეაქცია 2013 წლის 17 მაისის თბილისის მოვლენებზე, სადაც რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე საჯარო ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
გამოცემა თავისი ფორმით და შინაარსით ხელს შეუწყობს საქართველოში პლურალისტური და კრიტიკული საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ავტორი: პიერ პაოლო პაზოლინი
გამომცემელი: სოსო დუმბაძე
თარგმანი: ლაშა კალანდაძე, ხათუნა ცხადაძე, თათული წერეთელი
ენა: ქართული
მოცულობა: 287 გვერდი
ფორმატი: A6
გამოცემის წელი: 2016
ISBN: 978-9941-0-8091-3
ჯიბის წიგნის სერია 12
ნაწყვეტი წიგნიდან: PDF (770 KB)
კრიტიკა: გადაცემა »სხვა შუადღე«, რუსთავი 2, 2019
შეძენა: ბეჭდური წიგნი
შეძენა: ელექტრონული წიგნი