გამოცემა წარმოადგენს პირველ სრულ მონოგრაფიას ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, დუბლაჟის რეჟისორისა და მხატვრის – კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ.
ქართული კინოავანგარდის ცენტრალური ფილმის »ჩემი ბებია« (1929) რეჟისორს განსხვავებული სტილის, ფორმისა და ესთეტიკის კიდევ შვიდი სხვა კინოსურათი ეკუთვნის. ამასთანავე, მას მრავალი განუხორციელებელი პროექტი დარჩა.
თავში »რეპრესია 1957-1959« წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი კოტე მიქაბერიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი, დაჭერისა და გასამართლების ამსახველი დოკუმენტაცია.
წიგნის შემდგენელ-გამომცემლებმა, ნინო ძანძავამ და სოსო დუმბაძემ ოთხწლიანი კვლევის შედეგად დაამუშავეს 14 სხვადასხვა არქივის 7.000-მდე საარქივო ფურცელი.
გამოცემაში დაბეჭდილია 76 საარქივო დოკუმენტი და 300-ზე მერი სხვადასხვა სახის შავ-თეთრი და ფერადი რეპროდუქცია: ფოტოსურათები, კადრები კინოფილმებიდან, შარჟები, ნახატები და სხვა.
გამომცემელი: სოსო დუმბაძე, ნინო ძანძავა
რუსული ნაწილის თარგმანი: ნინო ბექიშვილი, კონსტანტინე დუმბაძე
ენა: ქართული
მოცულობა: 520 გვ.
ფორმატი: A5
გამოცემის წელი: 2017
ISBN: 978-9941-27-367-4
სარჩევი: PDF (422 KB)
შეძენა: ბეჭდური წიგნი