წიგნი მოიცავს დავიდ ვიტენბერგის 1965-2010 წლების რჩეულ ნაშრომებს. ისინი განსხვავებული ხასიათისაა: ესეები, ფილმების ტექსტები, ნახატები, რადიოგადაცემების ტექსტები და სტატიები მწერლების, მხატვრებისა თუ ფილოსოფოსების შესახებ; წარმოდგენილია ნარკვევები როგორც გენერალურ პროკურორ ფრიც ბაუერის, ასევე ფერმერების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მერსედესის გამოსაცდელი გზის მშენებლობას. 1970-იან წლებში თავისი დოკუმენტური ფილმებით დავიდ ვიტენბერგი მხარს უჭერდა ქარხნის გაფიცულ მუშებს. ის დაინტერესებულია დოკუმენტური ფილმით, როგორც მედიუმით ახლისა, რომელიც ეწინააღმდეგება გერმანიის ისტორიის 1930-1940 წლებით დამძიმებულ კულტურულ ტრადიციებს. თავის ნაშრომებში ის ეხება მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პოლიტიკურ თუ კულტურულ-ავანგარდულ კრიზისებსა და წარუმატებლობებს. თავის ესეისტურ ფილმებში ის გვახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან განსხვავებული ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის; და მაშინაც კი, როდესაც საქმე სამზარეულოს ხელოვნებას ეხება, ის ამ სფეროს ცხოვრების განახლების კონტექსტში მოიაზრებს.
ავტორი: დავიდ ვიტენბერგი
გამომცემელი: ირმა ვიტენბერგი
ენა: გერმანული
მოცულობა: 432 გვერდი
ყდა: რბილი
ფორმატი: A5
ზომები: 17 x 20 სმ
წონა: 0.80 კგ
გამოცემის წელი: 2020
ISBN: 978-9941-8-2481-4