english

ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«

მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი

2018 | 04. ოქტომბერი | 19 საათი


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
A კორპუსი, აუდიტორია A 101,
ჭავჭავაძის გამზირი 32,
0179 თბილისი 


მომხსენებელი – ელენა ვოგმანი (ბერლინი)
ორგანიზატორი – სოსო დუმბაძე (კელნი)


საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს ორგანიზებული, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელშეწყობით

კარლ მარქსის »კაპიტალის« ეიზენშტეინისეული ეკრანიზაცია მოჩვენებაა ერთდროულად ორი გაგებით: მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაფიქრი არ იყო რეალიზებული, ის დღემდე არ ასვენებს კინემატორგაფისტებს, ისტორიკოსებს და მწერლებს. მეტიც, მისი პირველი »მატერიალური« გამოვლენა – ათგვერდიანი ფრაგმენტი რეჟისორის სამუშაო ჩანაწერებიდან – გამოირჩეოდა (ეიზენშტეინისეული გამოსახულებებისა და სამუშაო მასალების) არარსებობით.

ჩემს მოხსენებაში ვეცდები ისევ გამოვიხმო »კაპიტალის« მოჩვენება – ამჯერად დავეყრდნობი რა მასთან დაკავშირებულ ვრცელ საარქივო მასალას. ეს არის »დიალექტიკური მიდგომის დასწავლის ნათელი ნიმუში«, როგორც მას თავად ეიზანშტეინი უწოდებდა, რომელიც 500-ზე მეტ გვერდს მოიცავს, ჩანახატების, საგაზეთო ამონარიდების, დიაგრამების, სტატიების მონახაზების, ნეგატივების (ფილმიდან »ოქტომბერი«), შენიშვნების და თეორიული განაზრებების, სხვადასხვაგვარი წყაროებიდან მოხმობილი ციტატების ჩათვლითა და სხვა მასალებით.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ლოგიკა, რომელიც ჩადებულია ეიზენშტეინის »კაპიტალის« მასალებში, ანუ, მისი სირთულე, ეპისტემოლოგიური და ესთეტიკური ეფექტურობა, რაც ამ მასალის სწორედ რომ სტრუქტურირებაში ვლინდება: სხვადასხვაგვარ თემებსა და გამოცალკევებულ ფრაგმენტებში, წერის არაწრფივ, არამდგრად და არადანაწევრებულ ნაკადში, გრაფიკასა და მონტაჟში. სწორედ ამ დიფუზურ ენაში, რომელსაც თავად ეიზენშტეინი ჯოისის »ულისეს« ცნობიერების ნაკადთან ასოციაციურად აკავშირებდა, ხედავდა ის მომავალი კინემატოგრაფიის უდიდეს კრიტიკულ და აფექტურ პოტენციალს.

მოხსენება გაიმართება ინგლისურ ენაზე

თარიღი
დასახელება
სახეობა
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო
N.N.
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები?
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის«.
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი«
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან«
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე«
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი